სულის ნაყოფები ბიბლიის მუხლები

გალატელთა 5:22-23
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება – ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.

1 იოანეს 4:16
ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია, ხოლო სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება, ხოლო ღმერთი – მასში.

1 კორინთელთა 13:4-8
სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს.  ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება. წინასწარმეტყველებანი იყოს, გაუქმდება, ენები იყოს, შეწყდება, ცოდნა იყოს, გაუქმდება.

რომაელთა 5:1
რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მეშვეობით,

ნეემია 8:10
და უთხრა მათ: „წადით, ჭამეთ ქონიანი და დალიეთ ტკბილი და იქიდან წილობები იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არაფერი მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისათვის; და ნუ სწუხხართ, რადგან სიხარული უფლის წინაშე სიმტკიცეა თქვენი.“

რომაელთა 15:13
ხოლო სასოების ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ სასოებაში.

კოლოსელთა 1:11
მთელი ძალით გაძლიერდეთ მისი დიდების სიმტკიცისამებრ ყოველგვარ მოთმინებაში და სულგრძელებაში სიხარულით.

ეფესელთა 4:2-3
მთელი თავმდაბლობით, სიმშვიდითა და სულგრძელებით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულით. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის კავშირში:

2 კორინთელთა 6:6-7
სიწმიდეში, ცოდნაში, დიდსულოვნებაში, სიკეთეში, წმიდა სულში და უანგარო სიყვარულში, ჭეშმარიტების სიტყვაში, ღმერთის ძალაში, სიმართლის საჭურველით მარჯვენასა და მარცხენაში,

ეფესელთა 5:9
რადგან ნათლის ნაყოფი არის ყოველივე სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაში.

ეფესელთა 3:16-17
რომ მოგცეთ ძალა თავისი დიდების სიმდიდრისამებრ, მისი სულის მიერ შინაგან ადამიანში განსამტკიცებლად, ქრისტეს დასამკვიდრებლად რწმენის მეშვეობით თქვენს გულებში, და იყოთ სიყვარულში ფესვგადგმულები და დაფუძნებულები,

გალატელთა 6:1
ძმებო! თუ კაცი რაიმე შეცოდებაში ჩავარდება, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით. და გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში.

2 პეტრეს 1:5-7
ამისათვის ეცადეთ, ყოველი ღონე იხმაროთ, რათა შესძინოთ თქვენს რწმენას სიქველე, და სიქველეს – ცოდნა, ცოდნას – თავშეკავება, თავშეკავებას – მოთმინება, მოთმინებას – ღვთისმოსაობა, ღვთისმოსაობას – ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას – სიყვარული.

მათეს 12:33
ან კეთილი ხე შექმენით და მისი ნაყოფიც კეთილი იქნება, ან ცუდი ხე შექმენით და მისი ნაყოფიც ცუდი იქნება. რადგან ხე ნაყოფით იცნობა.

ლუკას 8:15
ხოლო კარგ მიწაზე დაცვენილნი ისინი არიან, ვინც კეთილი და წრფელი გულით ისმენს სიტყვას, იცავს მას და მოთმინებით გამოაქვს ნაყოფი.

იოანეს 15:1-8
„მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, ჩემი მამა კი მევენახეა. ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემზე მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს გაწმენდს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს. თქვენ უკვე განწმედილნი ხართ სიტყვით, რომელიც გითხარით. დარჩით ჩემში და მე თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თვითონ, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით. მე ვარ ვაზი, თქვენ კი ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს გამოიღებს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ. ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და დაჭკნება. ისინი მოგროვდება, ცეცხლში ჩაიყრება და დაიწვება. თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რაც გსურთ, და გექნებათ. ამით განდიდდება ჩემი მამა, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფენი იქნებით.

ეფესელთა 5:8-11
რადგან ოდესღაც იყავით სიბნელე, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით. რადგან ნათლის ნაყოფი არის ყოველივე სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაში. გამოსცადეთ, რა არის უფლის მოსაწონი. ნუ შეეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ უფრო მეტი, ამხილეთ.

ებრაელთა 12:11
ყოველი წვრთნა აწმყოში სიხარულად არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. შემდეგ კი ის სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მათ, ვინც მის მიერ განისწავლა.