1 კორინთელთა 2:10
ჩვენ კი თავისი სულით გაგვიმხილა ღმერთმა; ვინაიდან სული ყოველივეს იკვლევს, ღვთის სიღრმეებსაც.
ფსალმუნები 41:7
უფსკრული უფსკრულს გასძახის შენი ჩანჩქერების ხმით; ყველა ტალღამ და ზვირთმა შენმა ჩემზე გადაიარა.
იობი 11:7-8
ნუთუ გამოიკვლევ ღვთის სიღრმეებს და მიაღწევ ყოვლადძლიერის საზღვრებს? მაღალია ვითარცა ცანი და ღრმაა ვითარცა ქვესკნელი! როგორ შეიცნობ?
რომაელთა 8:39
ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
რომაელთა 11:33
ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!
ეფესელთა 3:18-19
რათა შეძლოთ ყველა წმიდასთან ერთად ჩასწვდეთ, რა არის სიგანე, სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე, და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული, ცოდნას რომ აღემატება, რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით.
ოსია 9:9
ღრმად გაირყვნენ, როგორც გიბყას დღეებში, მაგრამ ის გაიხსენებს მათ ურჯულოებას და მოჰკითხავს ცოდვებს.
გამოცხადება 2:24
ხოლო დანარჩენებს, თიატირაში რომ იმყოფებით, გეუბნებით: ყველას, ვისაც არა აქვს ეს მოძღვრება და არ იციან სატანის სიღრმეები – როგორც ისინი ამბობენ – სხვა ტვირთს აღარ გაკისრებთ.