სიყვარული ქრისტეს მიმართ ბიბლიური ციტატები

ქებათა-ქება 3:2
ავდგები! მოვივლი ქალაქის ქუ­ჩებსა და მოედნებს. მოვძებნი ჩემი სულის შეყვარებულს. ვეძებე და ვერ ვიპოვე.

იოანეს 14:15
თუ მე გიყვარვართ, დაიცავთ ჩემს მცნებებს.

მათს 27:55
იყო იქ შორიდან მომზირალი მრავალი დედაკაცი, რომლებიც გალილეიდან გამოჰყვნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას.

მათეს 10:37
ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი; ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი;

მათეს 10:38
ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი;

ქებათა-ქება 1:4
მიმიზიდე და ერთად გავიქცეთ. თავის შიდა ოთახებში შემიყვანა მეფემ! ვილხენთ და ვიმხიარულებთ შენით, ღვინოზე მეტად ვაქებთ შენს სიყვარულს; ღირსეულად შეგიყვარეს შენ.

იოანეს 8:42
უთხრა მათ იესომ: „ღმერთი რომ თქვენი მამა იყოს, მაშინ გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღმერთისგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.

ეფესელთა 6:24
მადლი იყოს ყველასთან, ვისაც უხრწნელი სიყვარულით უყვარს ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ამინ!

ლუკას 7:47
ამიტომ გეუბნები: მაგას მრავალი ცოდვა მიეტევა, რადგან ძლიერ შეიყვარა. ხოლო, ვისაც ცოტა მიეტევა, მცირედ უყვარს”.

საქმეები 21:13
მაგრამ პავლემ გვითხრა: „რას სჩადით, ტირით და გულს მიტეხთ? მე არა თუ შესაკვრელად, იერუსალიმში სასიკვდილოდაც კი მზად ვარ უფალ იესოს სახელისთვის”.

გამოცხადება 12:11
და გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით და არ შეიყვარეს თავიანთი თავი, თვით სიკვდილამდე.

ქებათა-ქება 1:7
მითხარი, ჩემი სულის შეყვარებულო, სად მწყემსავ და სად ემალები შუადღის ხვატს? რისთვის ვიხეტიალო შენი მეგობრების ფარეხთა შორის?

ქებათა-ქება 2:5
ნუგბარით გამამაგრეთ და ვაშლებით განმიახლეთ ძალა, რადგან სიყვარულით ვარ სნეული!

ქებათა-ქება 8:6
დამდე, როგორც ბეჭედი შენს მკერდზე, როგორც ბეჭედი – შენს მკლავზე, რადგან სიკვდილივით ძლიერია სიყვარული და ქვესკნელივით სასტიკია ეჭვიანობა! მისი ალი ცეცხლის ალია, როგორც ალი უფლისა.

ქებათა-ქება 8:7
ვერ ჩააქრობს სიყვარულს წყალი მრავალი, მდინარეები ვერ წარხოცავენ. თავისი სახლის მთელი ქონებაც რომ გაიღოს კაცმა სიყვარულისთვის, მაინც ზიზღით უგულებელყოფენ!

Close
Close