მეორე რჯული 11:1
„ამიტომ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი და ყოველთვის შეასრულე მისი დავალებები, დადგენილებანი, სამართალი და მცნებანი.
მეორე რჯული 6:5
შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი არსები
მათეს 22:37
უპასუხა: „გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. ფარისევლები და ჰეროდიანელები მიუგზავნეს, რომ სიტყვაში დაეჭირათ.
გალატელთა 5:2
აჰა, მე, პავლე გეუბნებით თქვენ: თუ წინადაიცვეთთ, არავითარი სარგებლობა არ გექნებათ ქრისტესგან.
2 თესალონიკელთა 3:5
დაე, უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღვთის სიყვარულსა და ქრისტეს მოთმინებაში.
ფსალმუნები 5:11
გაიხაროს ყველამ, ვინც შენზეა მონდობილი, იმხიარულონ უკუნისამდე; შეიფარე ისინი, რათა გაიხარონ შენი სახელის მოყვარულებმა.
1 იოანეს 5:1
ყოველი, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღმერთისგან არის შობილი, და ყველას, ვისაც მშობელი უყვარს, მისგან შობილიც უყვარს.
ფსალმუნები 96:10
შეიძულეთ ბოროტება, უფლის მოყვარულნო; ის იცავს მის წმიდათა სიცოცხლეს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ.
მეორე რჯული 30:20
და გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, ისმინე მისი ხმა და მიელტვოდე მას; რადგან იგია შენი სიცოცხლე და დღეგრძელობა, რომ დამკვიდრდე იმ მიწაზე, რომელიც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს – აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს, მათთვის მისაცემად”.
1 იოანეს 5:3
რადგან ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს; ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია.
1 კორინთელთა 8:3
მაგრამ ვისაც ღმერთი უყვარს, იგი შეცნობილია მისგან.
ფსალმუნები 140:20
ყველა მის მოყვარულს იცავს უფალი და სპობს ყველა ბოროტს.
ფსალმუნები 90:14
რადგან შემიყვარა, მეც გადავარჩენ, დავიცავ, რადგან იცის ჩემი სახელი.
გამოსვლა 20:6
და წყალობის მყოფელი ათასობით თაობისათვის, ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთათვის.
მეორე რჯული 7:9
იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ღმერთი ერთგული, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას თავის მოყვარულთათვის და თავის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე,
რომაელთა 8:28
ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა.