სიხარული გასაჭირისას ბიბლიური ციტატები

რომაელთა 5:3
და არა მარტო ამით, არამედ ჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ ჭირი ქმნის მოთმინებას,

რომაელთა 12:12
იმედით იხარეთ, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – მდგრადნი.

აბაკუმი 3:17-18
თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი და აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი და მინდვრებმა საზრდო არ მოიტანონ; მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსელში საქონელი,  მე მაინც უფალში გავიხარებდი, მუდამ ვილხენდი ჩემი ხსნის ღმერთში.

მათეს 5:12
იხარეთ და იმხიარულეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.

ლუკას 6:23
იხარეთ იმ დღეს და გამხიარულდით, რადგან, აჰა, დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველებს მათი მამები.

საქმეების 5:41
ისინი კი სინედრიონიდან გამოსულნი ხარობდნენ, რომ იესოს სახელისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ.

საქმეები 16:23-25
მრავალი წყლული მიაყენეს, საპყრობილეში ჩაყარეს და უბრძანეს ზედამხედველს, ფხიზლად ედარაჯა მათთვის.  ასეთი ბრძანება რომ მიიღო, ზედამხედველმა შიდა საკანში შეყარა ისინი და ფეხებზე ხუნდები დაადო.  შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს. პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.

2 კორინთელთა 6:10
თითქოს მწუხარენი, მაგრამ მუდამ მოხარულნი; ვითომც ღატაკნი, მაგრამ მრავალთა გამამდიდრებელნი; როგორც არასმქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი.

კოლასელთა 1:24
ახლა კი ვხარობ, თქვენს გამო რომ ვიტანჯები და ქრისტეს დაკლებულ ჭირთ ვავსებ საკუთარი ხორცით მისი სხეულისთვის, რომელიც არის ეკლესია,

ებრაელთა 10:34
ვინაიდან ჩემს ბორკილებსაც თანაუგრძნობდით და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით იტანდით, რაკი იცოდით, რომ უკეთესი და წარუვალი საუნჯე გაქვთ ზეცაში.

1 პეტრეს 4:12-13
საყვარელნო, ნუ გაგაოცებთ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რამ მოგსვლოდეთ.  არამედ გიხაროდეთ როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა მისი დიდების გამოცხადებაშიც იხაროთ და იმხიარულოთ.