სისხლდენა – ბიბლიური ციტატები

მარკოზის 5:25-29
ერთმა ქალმა, რომელსაც თორმეტი წელიწადი იყო, რაც სისხლის დენა სჭირდა და მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი ბევრი მკურნალისაგან და, რაც კი ებადა, ყველაფერი დაეხარჯა, მაგრამ არაფერს ეშველა, უარეს დღეში ჩავარდნილიყო, მოისმინა იესოზე, ხალხში უკნიდან მოუარა და შეეხო მის სამოსელს. რადგან ამბობდა: მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო. და მყისვე დაიშრიტა მისი სისხლის წყარო და სხეულში იგრძნო, რომ განიკურნა სატკივარისაგან.

ლევიანნი 15:19
„‘და თუ ქალს აქვს სისხლდენა, რომელიც მოედინება მისი სხეულიდან, შვიდი დღე იქნება იგი თავის წიდოვანებაში, და ყოველი, ვინც შეეხება მას, უწმიდური იქნება საღამომდე.

ლევიანნი 12:2
„უთხარი ისრაელის ძეთ: ‘თუ განაყოფიერდეს ქალი და შობოს მამრი, მაშინ ის უწმიდურია შვიდი დღე; როგორც მისი წიდოვანების დღეებში, უწმიდური იქნება იგი.

ლევიანნი 12:5
და თუ შობს მდედრს, მაშინ იგი უწმიდურია ორ კვირას, როგორც მისი წიდოვანების დღეებში, და სამოცდაექვსი დღე იჯდეს თავისი განწმედის სისხლში.

ლევიანნი 18:19
წიდოვნების დროს არ მიეკარო ცოლს სიშიშვლის ასხდელად.

ლევიანნი 20:18
„‘ვინც დაწვება ცოლთან მისი თვიურის დროს და ახდის მის სიშიშვლეს, რაკი მან გააშიშვლა მისი წყარო, ხოლო ქალმა გამოაჩინა თავისი სისხლის წყარო, მოისპონ ორივე თავიანთი ხალხის გარემოდან.

დაბადება 31:35
და უთხრა თავის მამას: „ნუ განმირისხდება ჩემი ბატონი, მაგრამ არ შემიძლია ადგომა შენს წინაშე, რადგან დედათა წესი მჭირს.” და გულდასმით ეძება ლაბანმა, და ვერ იპოვა საოჯახო ღმერთები.

ეზეკიელი 18:6
მთებზე შეწირულისაგან არა ჭამს და თვალი ისრაელის სახლის კერპებისაკენ არა აქვს მიპყრობილი, და მოყვასის ცოლს არ ბილწავს და წიდოვან ქალთან არ წვება,

ეზეკიელი 22:10
მამის სიშიშვლეს აჩენდნენ შენში, არაწმიდა წიდოვანს ნამუსს ხდიდნენ,

ეზეკიელი 36:17
„ძეო კაცისავ! ისრაელის სახლმა, მცხოვრებმა თავის მიწაზე, შებილწა იგი თავისი მოქმედებით. როგორც უწმიდურება წიდოვანისა, ისეთი იყო მათი გზა ჩემს წინაშე.

ლევიანნი 15:25
„‘და თუ ქალს აქვს სისხლდენა მრავალი დღის განმავლობაში, არა მისი წიდოვანების დროს, ან თუ მას აქვს გამონადენი მის წიდოვანებაზე მეტხანს, მაშინ მისი უწმიდურების გამონადენის მთელი დროის განმავლობაში, როგორც მისი წიდოვანების დღეებში, იგი უწმიდურია.

ლევიანნი 12:7
და შესწიროს იგი უფლის წინაშე, და შეუნდობს მას, და განიწმიდება თავისი სისხლდენიდან. ესაა რჯული მამრისა და მდედრის შობისა.

მათეს 9:20-22
აჰა, ერთი ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს იტანჯებოდა სისხლისდენით, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსლის კალთას. ვინაიდან თავისთვის ამბობდა: მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო. ხოლო იესო მიბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: „გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა.” და ქალი იმავე ჟამს განიკურნა.

ლუკას 8:43-44
იყო ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წელი სისხლის დენით იტანჯებოდა, მთელი ქონება ექიმებს დაახარჯა და ვერავინ განკურნა. უკნიდან მიეპარა და მისი ტანსაცმლის კალთას შეეხო. იმწამსვე შეუწყდა სისხლის დენა.

Close
Close