სიმტკიცე – ბიბლიური ციტატები

1 კორინთელთა 9:24-27
არ იცით, რომ ასპარეზზე მორბენალნი ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ მოიპოვოთ ჯილდო. ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისაგან. ისინი – ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი – უხრწნადის მოსაპოვებლად. ამიტომ მე უმიზნოდ კი არ მივრბივარ, ისე კი არ ვიბრძვი, თითქოს ჰაერს ვებრძოდე, არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებისთვის მქადაგებელი, თვითონ არ აღმოვჩნდე უღირსი.

ფილიპელთა 4:13
ყველაფერი შემიძლია ჩემს განმაძლიერებელში.

2 ტიმოთეს 4:7-8
ვიღვაწე კეთილი ღვაწლით, გავასრულე ასპარეზი, რწმენა შევინახე. ახლა კი მომელის მე სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული, და არა მარტო მე, არამედ ყველას, რომელთაც შეიყვარეს მისი გამოცხადების მოსვლა.

2 ნეშტთა 15:7
თქვენ კი განმტკიცდით და მხრებს ნუ ჩამოყრით, რადგან თქვენი საქმისამებრ მოგეზღვებათ.“

ფსალმუნები 43:18
არ უკუქცეულან ჩვენი გულები, და არც ჩვენს ტერფებს გადაუხვევიათ შენი ბილიკიდან.

ფსალმუნები 118:10-11
მთელი გულით გეძიებ შენ; ნუ გადამახვევინებ შენს მცნებათაგან! გულს ჩავიმარხე შენი სიტყვები, რომ არ შეგცოდო.

ესაია 7:9
ეფრემზე მბრძანებლობს სამარია და სამარიაზე – რემალიას ძე. თუ თქვენი რწმენა მერყევია, თქვენც მერყევნი ყოფილხართ.“

ესაია 50:7
ცაბაოთ უფალი მეხმარება მე, ამიტომაც არ დავმცირებულვარ, ამიტომ გავიკაჟე სახე და ვიცი, რომ არ შევრცხვები.

იერემია 23:20
არ შებრუნდება უფლის რისხვა, სანამ არ იქმს და არ შეასრულებს თავისი გულის ზრახვებს, უკანასკნელ დღეებში მიხვდებით მას.

იერემია 32:38-39
და მეყოლებიან ისინი ერად და მე ვიქნები მათ ღმერთად. და მივცემ მათ ერთ გულს და ერთ გზას, რათა ეშინოდეთ ჩემი ყოველთვის მათდა სასიკეთოდ და მათ ძეთა სასიკეთოდ მათ შემდეგ.

ებრაელთა 12:1
ამიტომ ჩვენც, როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი.