იობი 29:14
სიმართლით შევიმოსე და მან შემმოსა; მოსასხამივით და თავსაკვრელივით იყო ჩემი სამართალი.
გამოცხადება 19:8
და მიეცა მას, რომ შეიმოსოს ნათელი და წმიდა ბისონი, რადგან წმიდა ბისონი წმიდების სიმართლეა.“
ესაია 61:10
სიხარულით ვიხარებ უფალში და მოილხენს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან მან შემმოსა მე ხსნის სამოსლით, სიმართლის ტანსაცმელი ჩამაცვა მე, როგორც ნეფეს დამადგა გვირგვინი და როგორც სასძლო, მომრთო სამკაულებით.
ესაია 59:17
და შეიმოსა უფალმა სიმართლე, როგორც ჯავშანი, და ხსნის მუზარადი თავის თავზე; და შეიმოსა შურისგების სამოსელი ტანსაცმლად და მრისხანება მოისხა მოსასხამივით.
ესაია 11:5
შემოისარტყლება ჭეშმარიტებით და სიმართლე იქნება მისი სარტყელი.
ესაია 64:6
და გავხდით ჩვენ ყველანი უწმიდურივით, წვირიანი სამოსელივით გახდა ყოველი ჩვენი სიქველე, ფოთოლივით დავჭკნით ყველანი და ჩვენი ურჯულოება ქარივით წაგვიღებს.
ფსალმუნები 131:9
შენი მღვდელნი შეიმოსონ სიმართლით და შენმა წმიდებმა იმხიარულონ.”
ზაქარაი 3:4
რომელმაც უთხრა თავის წინაშე მდგომთ: „გახადეთ ჭუჭყიანი სამოსელი!“ ხოლო მას უთხრა: „აჰა, წარგხოცე ბრალი და საზეიმო სამოსლით გმოსავ.“
გამოცხადება 3:4
თუმცა გყავს ცოტანი სარდეში, რომელთაც არ წაუბილწავთ თავიანთი სამოსელი და ჩემთან ერთად ივლიან სპეტაკი სამოსით, რადგან ღირსნი არიან.