შუღლი – ბიბლიური ციტატები

გალატელთა 5:15
მაგრამ თუ ერთმანეთს კბენთ და ჭამთ, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ. აჰა, ვამბობ: მოიქეცით სულიერად და ნუ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს.

იგავნი 13:10
ამპარტავნება წარმოშობს შუღლს, ხოლო სადაც რჩევაა, იქ სიბრძნეა.

ფსალმუნები 119:7
მე მშვიდობა მსურს, მაგრამ როდესაც დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან!

ფსალმუნები 139:2
რადგან ბოროტებას იზრახავენ ისინი გულში და ყოველდღე საომრად ემზადებიან.

იგავნი 15:18
ფიცხი შფოთს ტეხს, სულგრძელი კი შუღლს აქრობს.

იგავნი 17:19
ვისაც ჩხუბი უყვარს, ცოდვა უყვარს, ვინც მაღლა სწევს კარს, დაღუპვას ეძებს.

იგავნი 18:6
ბრიყვის ენა შუღლს იწვევს, მისი ბაგენი – აყალ-მაყალს.

იგავნი 26:21
ნახშირი – ნაკვერცხლისათვის, შეშა – ცეცხლისათვის, შარიანი კაცი შუღლისათვის.

აბაკუმი 1:3
რისთვის მაყურებინებ სიცრუეს და მახილვინებ სიავეს? ძარცვა-გლეჯა და ძალადობაა ჩემს წინაშე, მტრობა და შუღლია ჩამოვარდნილი.

იგავნი 21:18-20
ბოროტი მართლის გამოსასყიდია და მზაკვარი – გულწრფელისა.
უდაბნოში ცხოვრება სჯობს ანჩხლ და კაპას ცოლთან ყოფნას.
ძვირფასი განძი და ნელსაცხებელი ბრძენის სახლში რჩება, ბრიყვი კი ფლანგავს მათ.