ფსალმუნები 88:48
ვინ არის კაცი, რომ სიკვდილი არ იხილოს, და იხსნას სული თვისი ჯოჯოხეთის ხელთაგან?
დაბადება 37:35
ცდილობდნენ მისი ძენი და ასულნი ნუგეში ეცათ მისთვის, მაგრამ არ ინება ნუგეშისცემა. თქვა: “მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში!” და დაიტირა იოსები მამამისმა.
3 მეფეთა 2:9
მაგრამ შენ ნუ დატოვებ დაუსჯელს, ვინაიდან ბრძენი კაცი ხარ და იცი, როგორ უნდა მოექცე! სისხლიანი ჭაღარით ჩაიყვანე საფლავში!”
ფსალმუნები 17:5
გარს შემომერტყა სიკვდილის ხვია და შემაძრწუნეს ნაკადებმა უკუღმართებმა.
ფსალმუნები 106:20
მოუვლინა თავისი სიტყვა, განკურნა ისინი და საფლავისგან გამოიხსნა.
იგავნი 1:12
ქვესკნელივით ჩავყლაპოთ ისინი, ცოცხლად და მთლიანად, სამარეში ჩამსვლელთა მსგავსად,
იგავნი 16:30
ქვესკნელი, უნაყოფო საშო, წყლით გაუმაძღარი მიწა და ცეცხლი არასოდეს იტყვიან: კმარა!
ეზეკიელი 31:15-17
ასე ამბობს უფალი ღმერთი: გლოვა გავმართე მისი ქვესკნელში ჩასვლის დღეს; უფსკრული დავუგმანე, მდინარეები დავაკავე და შეჩერდნენ დიდი წყლები. ლიბანი ვაგლოვე მასზე და მინდვრის ყოველი ხე მოსუსტდა მის გამო. ხალხები შევძარი მისი დაცემის ხმაზე, ქვესკნელში რომ ჩავიყვანე საფლავში ჩასულებთან; ნუგეშცემულ იქნა ედემის ყველა ხე, ქვესკნელის ქვეყანაში, ლიბანის რჩეულები და საუკეთესონი, წყლით უხვად დარწყულებულნი; ისინიც მასთან ერთად ჩავიდნენ ქვესკნელში, მახვილით დახოცილებთან ერთად; მისი შემწენიც, მის ჩრდილქვეშ რომ ცხოვრობდნენ ხალხებს შორის.
იონა 2:2
ამბობდა: „გასაჭირში მოვუხმე უფალს და მან მიპასუხა! შემოგღაღადე შავეთის წიაღიდან და შენ ისმინე ჩემი ხმა!
ფსალმუნები 87:11-12
განა საფლავში ილაპარაკებენ შენს წყალობაზე და შენს ჭეშმარიტებაზე – აბადონში? განა შეიცნობენ წყვდიადში შენს სასწაულებს და შენს სიმართლეს – დავიწყების ქვეყანაში?
იობი 17:13-16
თუ ველი შავეთს, როგორც ჩემს სახლს, თუ წყვდიადში გავიმზადებ სარეცელს. თუ ჩავძახებ სამარეს: მამა ხარ ჩემი! მატლს – დედა ხარ ჩემი და დაი ხარ ჩემი! სადღაა ჩემი იმედი? და ჩემს სასოებას ვინ იხილავს? თან ჩამომყვება შავეთში? ნუთუ ერთად განვისვენებთ მტვერში?”