ეზეკიელი 11:19
და მე მივცემ მათ სხვა გულსა და ახალ სულს ჩავუდგამ მათ; და ამოვგლეჯ მათ მკერდიდან ქვადქცეულ გულს და მივცემ მათ ცოცხალ გულს,
2 კორინთელთა 5:17
ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ძველი გადავიდა, აჰა, ყოველივე ახალია.
1 მეფეთა 10:9
როგორც კი გატრიალდა საული სამუელისაგან წასასვლელად, სხვა გული ჩაუდო მას ღმერთმა და ყველა ნიშანი აუცხადდა იმავე დღეს.
იერემია 24:7
და მე მივცემ მათ გულს ჩემს შესაცნობად, რომ მე ვარ უფალი. ისინი იქნებიან ჩემი ერი, და მე ვიქნები მათი ღმერთი; რადგან მთელი გულით მოიქცევიან ჩემსკენ.
ეზეკიელი 36:26
და მოგცემთ თქვენ ახალ გულს და ახალ სულს მოგცემთ თქვენ, ამოგარიდებთ ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ.
რომაელთა 2:29
არამედ ვინც შინაგანად, დაფარულად არის იუდეველი, ის არის იუდეველი, და სულით არის გულის წინადაცვეთა და არა ნაწერი ასოებით. და მისი ქება კაცთაგან კი არაა, არამედ ღმერთისგან.
ფსალმუნები 50:10
წმიდა გული შეჰქმენ ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განმიახლე ჩემს სხეულში.
რომაელთა 12:2
და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
დანიელი 4:16
კაცის გული გამოეცვლება და მხეცის გული მიეცემა. შვიდი წელიწადი გადაუვლის მას.
2 კორინთელთა 7:10
რადგან წუხილი ღმერთისათვის წარმოშობს სინანულს ხსნისათვის და არ გახდება სანანებელი, ხოლო ამა ქვეყნის წუხილი სიკვდილს წარმოშობს.