იგავნი 15:13
მხიარული გული სახესაც ახარებს, გულის წუხილისას სულიც იტანჯება.
იგავნი 25:23
ჩრდილოეთის ქარი წვიმას წარმოქმნის და ფარული ენა – მრისხანე სახეს.
ფსალმუნები 4:6
მრავალნი ამბობენ: „ვინ გვიჩვენებს სიკეთეს?” გადმოგვაფინე შუქი შენი სახისა, უფალო!
ნეემია 2:1-3
და ერთხელ, ნისანის თვეში, ართახშასთა მეფის მეფობის მეოცე წელს, მოართვეს მას ღვინო. და ავიღე ეს ღვინო და დავუსხი მეფეს; და თითქოს არ ვიყავი მწუხარე მის წინაშე, მაგრამ მკითხა მეფემ: „რატომა გაქვს სახე სევდიანი, ავად რომ არა ხარ? ეს სხვა რა უნდა იყოს, თუ არა სევდა გულისა?” და ძალზე შევშინდი. და ვუთხარი მეფეს: „იცოცხლოს მეფემ უკუნისამდე! როგორ არ მექნება სახე სევდიანი, როცა ქალაქი, სადაც ჩემი მამების საფლავები მეგულება, დანგრეულია და კარიბჭენი მისი ცეცხლშია დაბუგული?”
იობი 15:12
სხვაგან რად მიგიწევს გული, და რად აფახულებ თვალებს?
ფსალმუნები 43:3
ვინაიდან მათ ხმლებით არ მოუპოვებიათ ქვეყანა, და მათ მკლავებს არ დაუხსნიათ ისინი, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის ნათელმა, რადგან მათდამი კეთილგანეწყვე.
ეკლესიასტე 8:1
ვინაა მსგავსი ბრძენისა და ვინ შეიცნობს საგანთა არსს? ადამიანის სიბრძნე ანათებს მის სახეს და ცვლის მისი სახის სიმკაცრეს.
ესაია 3:9
მათივე გამომეტყველება ამხილებს მათ და სოდომელებივით აცხადებენ თავიანთ ცოდვას, არ მალავენ, ვაი მათ სულს! ბოროტება მიაგეს საკუთარ თავს!
დანიელი 1:10
უთხრა საჭურისთა მთავარმა დანიელს: „მეშინია ჩემი ბატონი მეფისა, რომელმაც თქვენი საჭმელ-სასმელი განაწესა. თუ დაინახავს, რომ თქვენი პირისახეები თქვენი ასაკის სხვა ყმაწვილებზე უფრო მეტადაა გამხდარი, ამით თქვენ მე დამადანაშაულებთ მეფის წინაშე.”