ბიბლიის მუხლები თემაზე
საუნჯე ზეცაში
9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
მათეს 6:20-21
დაიუნჯეთ ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს, და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ. რადგან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.
-
ლუკას 12:33-34
გაყიდეთ თქვენი ქონება და გაეცით მოწყალება. დაიმზადეთ უცვეთელი ქისები, საუკუნოდ ულევი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარება და ჩრჩილი ვერ დააზიანებს. რადგან, სადაც თქვენი საუნჯეა, თქვენი გულიც იქ იქნება.
-
მათეს 19:21
უთხრა მას იესომ: „თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და ღარიბებს მიეცი; და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი”.
-
1 ტიმოთეს 6:18
იყვნენ ქველმოქმედნი, გამდიდრდნენ კეთილი საქმეებით, იყვნენ გულუხვნი და გამზიარებელნი.
-
იაკობის 2:5
ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო, განა ღმერთმა ამა ქვეყნის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სამეფოს მემკვიდრეებად, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა?
-
ებრაელთა 11:26
ქრისტესათვის ლანძღვა მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან საზღაურს უყურებდა.
-
იგავნი 15:16
მცირედი სჯობია უფლისმოშიშებაში, ვიდრე დიდი საუნჯე შფოთვაში.
-
იგავნი 16:8
სჯობს სიმართლით მცირედი, უმართლობით მოხვეჭილ დიდ შემოსავალს.
-
ლუკას 12:21
ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება”.