მთავარითემები „ს"სატანის შეზღუდულობა

სატანის შეზღუდულობა

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იობი 1:12
    უთხრა უფალმა სატანას: „აჰა, ყოველივე, რაც გააჩნია, შენს ძალაუფლებაშია, ოღონდ თავად მასზე ნუ აღმართავ ხელს!” და გასცილდა სატანა უფლის სახეს.
  2. ლუკას 10:19
    აჰა, გაძლევთ თქვენ ძალაუფლებას გველთა, მორიელთა და მტრის ყოველგვარი ძალის დასათრგუნად; თქვენ კი არაფერი გევნებათ.
  3. რომაელთა 16:20
    ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფერხთით შემუსრავს სატანას. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან. ამინ!
  4. 1 კორინთელთა 10:13
    არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა; ხოლო, ერთგულია ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელთან ერთად გამოსავალსაც გაგიჩენთ, რომ გადატანა შეიძლოთ.
  5. იაკობის 4:7
    ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან.
  6. გამოცხადება 12:12
    ამიტომ იმხიარულეთ, ცანო და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ! ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვარდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ მცირე დროღა დარჩა.
  7. გამოცხადება 13:5
    და მიეცა მას პირი, რათა მედიდურად ელაპარაკა და დაეგმო ღმერთი; და მიეცა მას ხელმწიფება ორმოცდაორ თვეს სამოქმედოდ.

← ყველა თემა „ს"-ზე

Close
Close