სასწორი საქმეში ბიბლიის მუხლები

იგავნი 16:11
სწორი სასწორი და საწყაო უფლისაა, ქისის ყველა საწონი მისი საქმეა.

იერემია 32:10
დავწერე წიგნი, დავბეჭდე, დავუძახე მოწმეებს და სასწორზე ავწონე ვერცხლი.

ლევიანი 19:36
სწორი სასწორი, სწორი საწონი, სწორი ეფა და სწორი ჰინი გქონდეთ თქვენ. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან.

იგავნი 11:1
მრუდი სასწორი სისაძაგლეა უფლის წინაშე, სრული წონა კი – მისი მოსაწონი.

ამოსი 8:5
რომ ამბობთ: “როდის გავა ახალმთვარობა, რომ გავყიდოთ პური, და შაბათი, რომ გავაღოთ ბეღლები, შევამციროთ ეფა, გავზარდოთ შეკელი და ვიტყუოთ მრუდე სასწორით,

იგავნი 20:10
მტყუანი საწონი და მტყუანი საწყაო – ერთიც და მეორეც სიბილწეა უფლისათვის.

იგავნი 20:23
უთანასწორო საწონები სიბილწეა უფლის წინაშე და მატყუარა პინები არ არის კარგი.

ეზეკიელი 45:10
‘მართალი სასწორი, მართალი ეფა და მართალი ბათი გქონდეთ თქვენ.