სასაფლაოები ბიბლიის მუხლები

დაბადება 25:7-10
ეს არის აბრაამის სიცოცხლის წლები: ას სამოცდათხუთმეტი წელი. და გარდაიცვალა აბრაამი კეთილ სიბერეში, მოხუცებული და დღეებით გამაძღარი. და შეეძინა ის თავის ხალხს. და დამარხეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა ძეებმა, მახფელას მღვიმეში, ხეთელი ყეფრონ ცოხარის ძისეულ მინდორზე, რომელიც მდებარეობს მამრეს პირისპირ, მინდორზე, რომელიც ხეთის ძეთაგან იყიდა აბრაამმა. იქ დაიმარხნენ აბრაამი და სარა, მისი ცოლი.

დაბადება 35:8
და მოკვდა დებორა, რებეკას ძიძა, და დაიმარხა ბეთელის ქვემოთ, მუხის ქვეშ, რომელსაც უწოდეს ალონ-ბაქუთი.

დაბადება 35:19
და მოკვდა რახელი და დაიმარხა ეფრათას გზაზე, ბეთლემში.

რიცხვნი 20:1
მოვიდნენ ისრაელის ძენი, მთელი თემი, ცინის უდაბნოში პირველ თვეს, და შეჩერდა ხალხი კადეშში, და მოკვდა იქ მირიამი და იქვე დაიმარხა.

მეორე რჯული 34:5
და მოკვდა იქ მოსე, უფლის მსახური, მოაბის ქვეყანაში, უფლის სიტყვისამებრ.

მსაჯული 8:32
და მოკვდა გედეონი, იოაშის ძე, კეთილ სიბერეში, და დაიმარხა მისი მამის, იოაშის, სამარხში, აბიყეზერის ყოფრაში.

მსაჯული 16:30
და თქვა სამსონმა: “მოკვდი, სულო ჩემო, ფილისტიმელებთან ერთად!” და მოზიდა ძალით, და ჩამოემხო სახლი მთავრებსაც და მთელ ხალხს, ვინც შიგ იყო. დახოცილები, სამსონმა სიკვდილისას რომ დახოცა, იმათზე მეტი იყვნენ, სიცოცხლეში რომ ჰყავდა დახოცილი.

1 მეფეთა 31:12-13
და აკრიფეს ძვლები და დამარხეს იაბეშში იალღუნის ქვეშ. და შვიდ დღეს იმარხულეს. საულის სიკვდილის შემდეგ დაბრუნდა დავითი ყამალეკზე გამარჯვებიდან და დარჩა ციკლაგში ორ დღეს.

3 მეფეთა 2:10
და განისვენა დავითმა თავის მამებთან და დაიმარხა დავითის ქალაქში.

3 მეფეთა 2:33
და მიექცეს მათი სისხლი იოაბის თავს და მისი შთამომავლების თავს საუკუნოდ, ხოლო დავითს, მის შთამომავლობას, მის სახლს და მის ტახტს მშვიდობა ჰქონდეს უფლისგან უკუნისამდე”.

3 მეფეთა 15:24
განისვენა ასამ თავის მამებთან და დაიმარხა თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის, მამამისის, სახლში. მის ნაცვლად იოშაფატი, მისი ძე, გამეფდა.

ლუკას 23:50-53
აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, საბჭოს წევრი, კეთილი და მართალი კაცი, რომელიც არ დაეთანხმა მათ თათბირსა და საქმიანობას, იუდეველთა ქალაქ არიმათიიდან, რომელიც მოელოდა ღვთის სასუფეველს, მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. გარდამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ.

იოანეს 11:38
იესო კი, კვლავ შეძრული, მივიდა სამარხთან. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა აფარებული.