საფრთხე – ბიბლიური ციტატები

ლუკას 8:23
როდესაც მიცურავდნენ, ჩაეძინა, და ტბაზე ქარიშხალი ამოვარდა. ნავი წყლით ივსებოდა და საფრთხეში იყვნენ.

საქმეები 16:26-28
უეცრად მოხდა დიდი მიწისძვრა, ისე რომ სატუსაღოს საძირკველი შეირყა. მყისვე გაიღო ყველა კარი და ყველას დასძვრა ბორკილები. გამოეღვიძა მცველს და დაინახა, რომ საპყრობილის კარი ღია იყო. იძრო მახვილი და თავის მოკვლა დააპირა, რადგან ეგონა, პატიმრები გამექცნენო. პავლემ გამოსძახა ხმამაღლა და უთხრა: „შენს თავს ავს ნურაფერს შეამთხვევ, რადგან ჩვენ ყველანი აქა ვართ.“

2 კორინთელთა 11:26
მრავალჯერ მოგზაურობებში, განსაცდელში მდინარეებზე, განსაცდელში ყაჩაღებისაგან, განსაცდელში თანატომელთაგან, განსაცდელში წარმართთაგან, განსაცდელში ქალაქად, განსაცდელში უდაბნოდ, განსაცდელში ზღვაზე, განსაცდელში ცრუძმათა შორის,

გამოცხადება 11:13
და იმავე ჟამს მოხდა მიწისძვრა და ქალაქის მეათედი დაიქცა და დაიღუპა მიწისძვრისაგან 7 ათასი კაცი, დანარჩენები კი შიშმა მოიცვა და დიდება მიაგეს ცათა ღმერთს.

ფსალმუნები 139:1
მიხსენ, უფალო, ბოროტი ადამიანისაგან, მოძალადე კაცისაგან დამიფარე!

გამოსვლა 2:15
როცა შეიტყო ფარაონმა ეს ამბავი, მოინდომა მოსეს მოკვლა. მაგრამ გაექცა მოსე ფარაონს და გაჩერდა მიდიანის ქვეყანაში, და ჩამოჯდა ერთ ჭასთან.

1 მეფეთა 19:1-2
და ეუბნებოდა საული იონათანს, თავის ძეს, და ყველა თავის მსახურს, მოეკლათ დავითი, მაგრამ იონათანს, საულის ძეს, ძლიერ უყვარდა დავითი და შეატყობინა იონათანმა დავითს და უთხრა: „შენი მოკვლა უნდა მამაჩემს. ფრთხილად იყავი ხვალ დილით, სადმე დაიმალე.

2 მეფეთა 22:3
ღმერთი კლდეა ჩემი, რომელსაც ვესავ. ფარია ჩემი და თავშესაფარი. ჩემო მხსნელო, შენ მიხსენი მოძალადისაგან!

იგავნი 22:3
გონიერმა დაინახა ბოროტი და გაერიდა, ბრიყვებმა კი გადაიარეს და დაისაჯნენ.

1 პეტრეს 4:12
საყვარელნო, ნუ გაგიკვირდებათ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რამ გემართებოდეთ.

რომაელთა 12:19
შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, რადგან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“ – ამბობს უფალი.