ბიბლიის მუხლები თემაზე
ქვეყნიერებისგან თავის არიდება
8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
რომაელთა 12:2
და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება - კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
-
2 ტიმოთეს 2:4
არც ერთი მეომარი არ შეიბორკება ცხოვრებისეული საქმეებით, რათა ასიამოვნოს მხედართმთავარს.
-
იოანეს 12:43
რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღმერთის დიდება.
-
მათეს 6:25
ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ წუხხართ თქვენთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისთვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სიცოცხლე საზრდოზე მეტი არ არის და სხეული - სამოსელზე?
-
იაკობის 4:4
მრუშნო, განა არ იცით, რომ წუთისოფლის მეგობრობა ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც წუთისოფლის მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება!
-
მათეს 13:22
ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ წუთისოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქნება.
-
კოლოსელთა 3:2
ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე.
-
1 იოანეს 2:15
ნუ შეიყვარებთ წუთისოფელს, ნურც იმას, რაც წუთისოფელშია. თუ ვინმეს წუთისოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული.