HomeUncategorized

ქებათა-ქება სოლომონისა 6

ძველი აღთქმა
ქებათა-ქება სოლომონისა
61 „სად წავიდა საყვარელი შენი, უმშვენიერესო ქალთა შორის? საით მიიქცა საყვარელი შენი? მოვძებნით შენთან ერთად.” 2 „თავის წალკოტში ჩავიდა საყვარელი ჩემი, სურნელოვან კვლებში. წალკოტებში სამწყესად, შროშანთა დასაკრეფად. 3 მე ჩემი საყვარლის ვარ და ჩემია საყვარელი ჩემი, რომელიც მწყემსავს შროშანთა შორის.” 4 „მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, თირცასავით და სანატრელი – იერუსალიმივით! საშინელი – ბაირაღებით მორთული ბანაკივით! 5 მიაქციე თვალები ჩემგან, რადგან მატყვევებენ! შენი თმები, თხათა არვეა, გილყადიდან დაშვებული. 6 კბილები შენი ცხვრის ფარაა, საბანელით ამომავალი; თითოეული ტყუპ-ტყუპად მსხმელი და ბერწი არ არის მათ შორის. 7 ღაწვები შენი ბროწეულის ლებნებია შენს პირბადის ქვეშ. 8 სამოცი დედოფალია, ოთხმოცი – ხარჭა, და ურიცხვი – ქალწული; 9 ეს კი ერთადერთია, მტრედი ჩემი, უბიწო ჩემი; ეს ერთადერთია დედამისისთვის, გამორჩეულია მისი მშობლისათვის. იხილეს ქალწულებმა და ბედნიერად შერაცხეს იგი. 10 ‘ვინ არის იგი ცისკარივით აღმომჭვრეტელი, მთვარისებრ მშვენიერი და მზისებრ ნათელი? და საშინელი, როგორც ბაირაღებით მორთული ბანაკი?’ 11 ჩავედი ნიგვზნარში, რომ მენახა მწვანე ჭალები; მენახა, თუ აყვავდა ვაზი, თუ გაიფურჩქნა ბროწეული. 12 არ მეგონა, თუ გამიწევდა გული ჩემი ხალხის დიდებულთა ეტლებისკენ.”
თავი მეხუთე                                                                                                                                            თავი მეშვიდე

COMMENTS