მორწმუნეების ცემა ბიბლიის მუხლები

მათეს 10:17
ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ.

მარკოზის 13:9
„თქვენ კი მიხედეთ თქვენს თავს: გადაგცემენ სამსჯავროზე, გცემენ სინაგოგებში, განმგებელთა და მეფეთა წინაშე წარსდგებით ჩემს გამო, მათ წინაშე დასამოწმებლად.

მათეს 23:34
„ამიტომ, აჰა, მე მოგივლენთ წინასწარმეტყველთ, ბრძენკაცებსა და მწიგნობრებს, და თქვენ მოკლავთ ზოგიერთ მათგანს და ჯვარს აცვამთ, ზოგს კი გაშოლტავთ თქვენს სინაგოგებში და განდევნით ქალაქიდან ქალაქში.

2 კორინთელთა 6:5
ცემაში, საპყრობილეებში, შფოთში, უძილობაში, მარხვაში,

ებრაელთა 11:36
ზოგმა დაითმინა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები.

საქმეები 22:19
და მე ვთქვი: ‘უფალო, მათ იციან, რომ მე საპყრობილეებში ვყრიდი და სინაგოგებში ვცემდი შენს მორწმუნეებს.

საქმეები 23:2-3
მღვდელმთავარმა ანანიამ კი თავის წინაშე მდგომთ უბრძანა მისი სახეში ცემა. მაშინ პავლემ უთხრა მას: „ღმერთი გცემს შენ, შეფეთქილო კედელო! რჯულით განსაკითხად ზიხარ და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს ცემას.”

საქმეები 5:40
დაუჯერეს ეს და დაუძახეს მოციქულებს, სცემეს და უბრძანეს, რომ აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით, და გაუშვეს.

საქმეები 16:37
მაგრამ პავლემ უთხრა მათ: „ჩვენ, რომაელი მოქალაქეები, განუკითხავად გვცემეს სახალხოდ და საპყრობილეში ჩაგვყარეს, და ახლა ფარულად გვიშვებენ? არა, მოვიდნენ და თვითონ გაგვიყვანონ.”

საქმეები 18:17
მაშინ ბერძნებმა შეიპყრეს სინაგოგის მთავარი სოსთენესი და სცემეს სამსჯავროს წინ. მაგრამ გალიონს ესენი არ ადარდებდა

საქმეები 21:32
მან მყისვე წაიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და გაეშურა მათკენ. ხოლო მათ, ათასისთავი და ჯარისკაცები რომ დაინახეს, თავი ანებეს პავლეს ცემას.

2 კორინთელთა 11:23
ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურივით ვამბობ: მე უფრო მეტად. უფრო მეტად შრომაში, ბევრად უფრო მეტად ტანჯვაში, უფრო მეტად საპყრობილეში და მრავალგზის სიკვდილის პირას.

1 კორინთელთა 4:11
ჩვენ ამ ჟამამდე მშივრები და მწყურვლები ვართ, შიშვლები და ნაგვემნი, და მოხეტიალენი.