მკრეხელობა ბიბლიური ციტატები

რომაელთა 2:22
ჰქადაგებ – არ მოიპაროო, – და იპარავ! ამბობ – არ იმრუშოო, – და მრუშობ! კერპები გეზიზღება და საკერპოებს ძარცვავ?!

1 კორინთელთა 11:22
განა არა გაქვთ სახლები, რომ იქ ჭამოთ და სვათ? თუ შეურაცხყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უქონელთ? რა გითხრათ, შეგაქოთ? ამისთვის ვერ შეგაქებთ.

1 კორინთელთა 3:17
თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღვთის ტაძარი, და ეს თქვენ ხართ.

ტიტეს 1:10-11
ვინაიდან ბევრია ურჩი, ყბედი და მატყუარა, განსაკუთრებით წინადაცვეთილთაგან, რომლებსაც პირი უნდა აეკრათ: ისინი რყვნიან მთელ სახლებს, რადგან სამარცხვინო ანგარების გამო იმას ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ.

1 პეტრეს 5:2
მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, არა იძულებით, არამედ ნებით და ღმერთისთვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.

მათეს 21:13
უთხრა მათ: „დაწერილია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება, თქვენ კი მძარცველთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!”

საქმეები 8:18-19
სიმონმა რომ დაინახა, მოციქულთა ხელდასხმით ეძლევათო სულიწმიდა, ფული მიუტანა მათ. უთხრა: „მეც მომეცით ძალაუფლება, რომ ვისაც ხელს დავასხავ მიიღოს სულიწმიდა”.

4 მეფეთა 12:18
აიღო იოაშმა, იუდას მეფემ მთელი შენაწირი, რაც მისმა მამებმა, იოშაფატმა, იორამმა და ახაზიამ, იუდას მეფეებმა გაიღეს, ასევე თავისი შენაწირი, მთელი ოქრო, რომელიც უფლის ტაძრისა და მეფის სასახლის საუნჯეებში იპოვებოდა და გაუგზავნა ხაზაელს, არამელთა მეფეს; ისიც გაეცალა თავისი ჯარით იერუსალიმს.

4 მეფეთა 16:18
მაშინ იყო, რომ შემოაცალა ხიზკიაჰუმ ოქრო უფლის ტაძრის კარებსა და ზღურბლებს, რომლითაც ადრე თვითონვე მოჭედა და მისცა აშურის მეფეს.

ლევიანნი 10:1
აიღეს ნადაბმა და აბიჰუმ, აჰარონის ძეებმა, თავისი საცეცხლურები, ჩადეს შიგ ცეცხლი, დაადეს ზედ საკმეველი და უცხო ცეცხლი მიიტანეს უფლის წინაშე, რაც არ იყო ნაბრძანები.

1 მეფეთა 2:17
ძალზე დიდი იყო ამ ახალგაზრდა კაცების ცოდვა უფლის წინაშე, რადგან საუფლო მსხვერპლებს ბილწავდნენ ისინი.

1 მეფეთა 6:19
მოსრა უფალმა ბეთ-შემეშში მცხოვრები ორმოცდაათიათას სამოცდაათი კაცი, რომლებმაც ჩაიხედეს უფლის კიდობანში; და გლოვობდა ხალხი, რადგან დიდი მოსვრით მოსრა უფალმა ხალხი.

2 ნეშტთა 24:7
ბოროტმა ღოთოლიამ და მისმა ძეებმა დაარბიეს ღვთის სახლი და მთელი მისი სიწმიდეები ბაყალებისთვის გამოიყენეს.

2 ნეშტთა 26:14-16
გაუმზადა ყუზიამ მთელ ლაშქარს ფარ-შუბი და მუზარადები, აბჯრები, მშვილდი და სატყორცნი ქვები. გააკეთა იერუსალიმში გამომგონებელთა მიერ გამოგონებული მანქანები, რათა კოშკებსა და კუთხეებზე დაედგა ისრებისა და დიდი ქვების სატყორცნად. შორს განითქვა მისი სახელი, რადგან საკვირველი შეწევნა ჰქონდა, ვიდრე არ გაძლიერდა. როცა გაძლიერდა, გაუამაყდა გული თავის დასაღუპად, უღალატა უფალს, თავის ღმერთს და სამსხვერპლოზე საკმევად შევიდა უფლის ტაძარში.