მიკერძოება ბიბლიის მუხლები

საქმეები 10:31
გახსნა ბაგეები პეტრემ და უთხრა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის,

რომაელთა 2:11
რადგან ღმერთთან არ არის მიკერძოება.

მალაქია 2:9
მეც საძულველად გაგხდით და დაგამცირებთ ხალხის თვალში, რამეთუ არ დაიცავით ჩემი გზები და მიკერძოებას იჩენდით თქვენს სწავლებაში.

იაკობის 2:1-4
ჩემო ძმებო, ნუ იქნებით მიკერძოებულნი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს დიდების რწმენაში. რადგან, თუ შემოვა კაცი თქვენს სინაგოგაში, ოქროსბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსით მოსილი, და შემოვა აგრეთვე ღარიბი ჭუჭყიანი სამოსით, – თუ შეხედავთ ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილს და ეტყვით მას: „დაბრძანდი, აქ უკეთესია.“ ღარიბს კი ეტყვით: „შენ იქ დადექი,“ ანდა: „აქ დაჯექი, ჩემს ფეხთით,“ – განა არ არჩევთ თქვენს შორის და ცუდი აზრებით განმკითხველნი არ გამოდიხართ?

დაბადება 37:3-4
ისრაელს უყვარდა იოსები თავის ყველა ძეზე მეტად, რადგან მისი სიბერის ძე იყო იგი. და აჩუქა მას ჭრელი კვართი. და დაინახეს ძმებმა, რომ უყვარდა იგი მამას ყველა თავის ძეზე მეტად, და მოიძულეს იგი, და ამრეზილი ელაპარაკებოდნენ მას.

ეფესელთა 6:9
და თქვენც, ბატონებო, ასევე მოექეცით მათ, თავი შეიკავეთ მუქარისგან და იცოდეთ, რომ მათაც და თქვენც ბატონი გყავთ ცაში და მის წინაშე არ არსებობს პირმოთნეობა.

მათეს 22:16
ჰეროდიანებთან ერთად მიუგზავნეს მას თავიანთი მოწაფენი და ჰკითხეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი ხარ და ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას; არავის ერიდები და კაცთა გარეგნობას არ უყურებ.

მეორე რჯული 10:17
რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელიც მიკერძოებას არ იჩენს და ქრთამს არ იღებს,

იობი 34:12-20
ჭეშმარიტად, არ ჩაიდენს ბო­როტებას ღმერთი და არ გაამრუდებს სამართალს ყოვლადძლიერი! ვინ ჩააბარა მას დედამიწა? ვინ მიანდო მას მთელი სამყარო? თუ თავისკენ მიაბრუნა თავისი გული და უკანვე წაიღო თავისი სული და სუნთქვა, ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და მიწის მტვერს დაუბრუნდება ადამიანიც. თუ გაგება გაქვს, მოისმინე ეს, ყურად იღე ჩემი სიტყვები! ნუთუ სამართლის მოძულე იგანმგებლებს? ნუთუ მსჯავრს დასდებ ძალმოსილ მართალს? ვინ ეუბნება მეფეს: არარაობავ! და დიდგვაროვანს – უკეთურო! ვინ არ ელაქუცება მთავრებს და მდიდარს ღარიბზე მეტად არ თვლის, რადგან ყველანი მისი ხელით არიან შექმნილნი. წამში დაიხოცებიან ისინი; შუაღამეს იძვრის ხალხი და იღუპება; წაიყვანენ და მოაშორებენ ძლიერს კაცის ხელის გარეშე,