მეცნიერება ბიბლიური ციტატები

ფსალმუნები 110:2
დიდია საქმენი უფლისა, იკვლევენ მათ ისინი, ვინც ნეტარებას პოულობს მათში!

1 ტიმოთეს 6:20
ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი მობარებულს, განერიდე ამქვეყნიურ ლაყბობას და ეგრეთწოდებული მოძღვრების უკუღმართ დებულებებს,

ლუკას 11:52
ვაი თქვენ, რჯულის მცოდნენო, ვინაიდან წარიტაცეთ ცოდნის გასაღები! არც თქვენ შესულხართ და შემსვლელებიც შეაფერხეთ”.

რომაელთა 1:22
თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ.

ფსალმუნები 18:1
ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მის ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო.

იობი 38:4-30
სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება. ვინ დაადგინა მისი საზომი, თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი? რაზე დგას მისი საძირკვლები, ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი? როცა ერთობლივად გალობდნენ ცისკრის ვარსკვლავები და ყიჟი­ნებდა ღვთის ყველა შვილი? ვინ ჩაკეტა ზღვა კარიბჭეებით, როცა ამოხეთქა, როგორც საშოდან? როცა ნისლი სამოსელად მივეცი და სქელი ღრუბელი – სახვევებად, როცა დავუდგინე ჩემი წესები, დავუყენე ურდული და ბჭენი? ვუთხარი: აქამდე მოხვალ, მეტად არა; აქ უნდა შედგნენ შენი ამაყი ზვირთები-მეთქი. შენს დღეში თუ გიბრძანებია განთიადისთვის და გიჩვენებია მისი ადგილი ცისკრისთვის, რომ მოეცვა დედამიწის კიდეები და ბოროტეულნი ჩამოეფერთხა მისგან, შეეცვალა იგი, როგორც თიხა ტვიფარის ქვეშ და ისინი დგანან, როგორც სამოსელი. რათა წართმეოდათ ნათელი ბოროტეულთ და შემუსვროდათ შემართული მკლავი. თუ ჩასულხარ ზღვის სიღრმეებში და უფსკრულის ფსკერზე თუ გივლია? თუ გახსნილან შენთვის სიკვდილის ბჭენი და ბნელეთის ბჭენი თუ გინახავს? თუ განგიჭვრიტავს დედამიწის სიგრძე-სიგანე? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი. სად არის გზა, სინათლის სამკვიდრებლისკენ და სად არის ადგილი წყვდიადისა? ნამდვილად მიგიღწევია მის საზღვრებამდე და იცი მისი სახლის ბილიკები?! გეცოდინება ეს, რადგან უკვე დაბადებული იყავი და მრავალია რიცხვი შენი დღეების! თუ შესულხარ თოვლის სანახებში და სეტყვის სანახები თუ გინახავს? შეჭირვების ჟამისთვის რომ შემოვინახე, ბრძოლისა და ომის დღისთვის. რა გზით ნაწილდება ნათელი და როგორ ვრცელდება მიწაზე აღმოსავლეთის ქარი? ვინ გაიყვანა არხი ნიაღვრისთვის და გზა – ელვისა და ქუხილისთვის? რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწაზე, უდაბნოში, სადაც არ არის ადამიანი, რომ დაარწყულოს უდაბური ხრიოკი და ჯეჯილი აღმოაცენოს? თუ ჰყავს წვიმას მამა ან ვინ დაბადა ცვარის წვეთები? ვისი საშოდან გამოვიდა ყინული და ციური ჭირხლი ვინ დაბადა? წყალი ქვასავით მაგრდება და მყარდება უფსკრულის ზედაპირი.

ესაია 40:12
მუჭით ვინ არწყა წყალი და მტკაველით ვინ გადაზომა ცანი? ვინ დათვალა მიწის მტვერი, ვინ აწონა მთები სასწორზე და მაღლობები – პინებით?

ფსალმუნები 103:5
დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ შეირყევა უკუნისამდე.

კოლოსელთა 1:17
ის არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას.

იგავნი 14:15
გულუბრყვილოს ყველა სიტყვისა სჯერა, გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯებს.

იობი 26:7
მან განავრცო ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა დედამიწა;

რომაელთა 1:20
ვინაიდან, ქვეყნიერების დასაბამიდან, ქმნილებათა განხილვით შეიცნობა უხილავნი ღვთისა – მისი მარადიული ძალა და ღვთაებრივობა – ასე რომ, ვერ გამართლდებიან ისინი.

ეკლესიასტე 1:6-7
სამხრეთისაკენ უბერავს ქარი და ჩრდილოეთისკენ ტრიალდება, აგრძელებს ქროლვას იგი და უკან ბრუნდება წრეზე. ყველა მდინარე ზღვაში ჩაედინება, მაგრამ ზღვა არ ივსება; იმ ადგილს, ისევ თავის სათავეს უბრუნდებიან, რათა კვლავ იდინონ.

დაბადება 1:1
დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცანი და მიწა.

ეკლესიასტე 1:13-17
გული მივუძღვენი სიბრძნის ძიებასა და იმის კვლევას, რაც ცისქვეშეთში ხდებოდა; მძიმე საქმე მისცა უფალმა ადამის ძეებს, რომ დაკავდნენ მისით. ვიხილე მე ყოველი საქმე მზისქვეშეთში რომ გაკეთდა და აჰა, ამაოა ყოველივე და ქარის დევნა! გამრუდებულს ვერ გაასწორებ და არარსებულს ვერ დათვლი. ვამბობდი ჩემს გულში: „აჰა, შევიძინე და გავიმრავლე სიბრძნე ყველაზე მეტად, ვინც ჩემზე წინ იყვნენ იერუსალიმში და ჩემმა გულმა მრავლად იხილა სიბრძნე და ცოდნა!” აჰა, განვიზრახე გულში, რომ სიბრძნე შემეცნო და სიბრიყვე და სისულელე მცოდნოდა! მივხვდი, რომ ესეც ქარის დევნაა.

ესაია 40:22
ეს ის არის, ვინც დედამიწის წრეზე ზის და მისი მკვიდრნი კალიასავით არიან მის წინაშე; მან გადაჭიმა ცა ფარდასავით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად.