მებაჟეები ბიბლიური ციტატები

რომაელთა 13:6-7
სწორედ ამისათვის იხდით ხარკს, ვინაიდან ისინი ღვთის მსახურები არიან და დღენიადაგ მიძღვნილნი არიან ამ საქმეზე.  ამრიგად, მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი – ხარკი, ვისაც ბაჟი – ბაჟი, ვისაც შიში – შიში, ვისაც პატივი – პატივი.

2 ნეშტთა 24:6
მოუხმო მეფემ იეჰოიადაყ მღვდელმთავარს და უთხრა: „რატომ არ მოსთხოვე ლევიანებს, რომ მოეტანათ იუდასგან და იერუსალიმისგან ხარკი მოსეს, უფლის მსახურისა და ისრაელის კრებულის მიერ დადგენილი აღთქმის კარავისთვის?”

მათეს 17:242-26
კაპერნაუმში მისვლისას მივიდნენ პეტრესთან დიდრაქმის ამკრეფნი და უთხრეს: „დიდრაქმას ხომ არ გადაიხდის თქვენი მოძღვარი?”  მან უთხრა: კიო. სახლში რომ შევიდა, იესომ დაასწრო და უთხრა: „რას ფიქრობ, სიმონ, მიწიერი მეფენი ვისგან იღებენ ხარკს ან მოსაკრებლებს – თავიანთ ძეთაგან თუ უცხოთაგან?”  პეტრემ თქვა: „უცხოთაგან”; უთხრა მას იესომ: „მაშ, ძენი თავისუფალნი ყოფილან!

ლუკას 18:11
ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: გმადლობ შენ ღმერთო, რომ სხვა ადამიანების მსგავსი არა ვარ – მძარცველი, უსამართლო და მრუში ან როგორიც ეს მებაჟეა.

მათეს 5:46
რადგან თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან?

მათეს 18:17
თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; ხოლო თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი ან მებაჟე.

ლუკას 3:12-13
მებაჟეებიც მოვიდნენ მოსანათლად და ჰკითხეს მას: „მოძღვარო, რა ვქნათ?”  ხოლო მან უპასუხა: „თქვენთვის დაწესებულზე მეტს ნურაფერს მოითხოვთ”.

ლუკას 7:29
და მთელმა ხალხმა, რომელიც მას უსმენდა, და მებაჟეებმაც აღიარეს, რომ მართალია ღმერთი, ინათლებოდნენ რა იოანეს ნათლობით.

ლუკას 15:1
უახლოვდებოდა მას ყველა მებაჟე და ცოდვილი და უსმენდა.

მათეს 9:1
მოხდა ისე, რომ სანამ იგი სუფრასთან იჯდა სახლში, აჰა, მრავალი მებაჟე და ცოდვილი მოვიდა და დაჯდა იესოსთან და მის მოწაფეებთან.

მარკოზის 2:15
მის სახლში რომ ვახშმობდა, ბევრი მებაჟე და ცოდვილი იჯდა იესოსთან და მის მოწაფეებთან ერთად, რადგან მრავალნი იყვნენ და მას გამოჰყვნენ.

ლუკას 5:29
დიდი ნადიმი გაუმართა მას ლევიმ თავის სახლში; ბევრი მებაჟე და სხვა ხალხი იყო იქ, რომლებიც მასთან ერთად უსხდნენ სუფრას.

ლუკას 15:2
აბუზღუნდნენ ფარისეველნი და მწიგნობარნი; ამბობდნენ: ცოდვილებს ღებულობს და მათთან ჭამსო.

მათეს 9:11
ამის შემხედვარე ფარისეველნი ეუბნებოდნენ მის მოწაფეებს: „რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?”

ლუკას 5:30
მწიგნობრები და ფარისევლები დრტვინავდნენ და ეუბნებოდნენ მის მოწაფეებს: „რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?”

მათეს 11:19
მოვიდა ძე კაცისა, ჭამს და სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო! და მართლდება სიბრძნე თავისი საქმეებით”.

ლუკას 19:1-7
შევიდა და გაიარა იერიხოზე.  აჰა, იყო ვინმე მდიდარი კაცი, სახელად ზაქე – მებაჟეთა უფროსი.  უნდოდა იესოს ხილვა, რომ გაეგო, ვინ იყო იგი, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო ვერ შეძლო, რადგან ტანდაბალი იყო.  წინ გაიქცა და ლეღვის ხეზე ავიდა, რომ დაენახა, რადგან იესოს აქეთ უნდა გამოევლო.  როცა იმ ადგილამდე მივიდა, აიხედა იესომ მაღლა და უთხრა: „ზაქე, სწრაფად ჩამოდი! რადგან დღეს შენს სახლში მომიწევს დარჩენა”.  და სწრაფად ჩამოსულმა, სიხარულით მიიღო იგი.  ვინც ეს დაინახა, ყველანი აბუზღუნდნენ; ამბობდნენ: “ცოდვილ კაცთან შევიდა დასარჩენად”.

მათეს 9:12-14
იესომ გაიგონა ეს და უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ.  თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: წყალობა მსურს და არა მსხვერპლი; მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი”.  მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: „რატომ არის, რომ ჩვენ და ფარისევლები ხშირად ვმარხულობთ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?”

მარკოზის 2:17
ეს რომ იესომ გაიგონა, უთხრა მათ: “მკურნალი ჯანმრთელებს კი არა სნეულებს სჭირდებათ; მართალთა კი არა, ცოდვილთა მონანიებისაკენ მოსაწოდებლად მოვედი”.

ლუკას 5:31
მიუგო მათ იესომ პასუხად: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ.

ლუკას 18:13-14
ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა, ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.  თქვენ გეუბნებით: ეს კაცი უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე ის, რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება”.

მათეს 9:9
იქაურობას გაშორებულმა იესომ დაინახა საბაჟოსთან მჯდომარე კაცი, სახელად მათე, და უთხრა: „გამომყევი”. ისიც წამოდგა და გაჰყვა.

მარკოზის 2:13-14
კვლავ გავიდა ზღვაზე. მთელი ხალხი მივიდა მასთან და იქ ასწავლიდა მათ.  გაიარა და დაინახა საბაჟოსთან მჯდომი ლევი ალფესი; უთხრა: „გამომყევი”. ისიც ადგა და გაჰყვა.

ლუკას 19:1-9
შევიდა და გაიარა იერიხოზე.  აჰა, იყო ვინმე მდიდარი კაცი, სახელად ზაქე – მებაჟეთა უფროსი.  უნდოდა იესოს ხილვა, რომ გაეგო, ვინ იყო იგი, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო ვერ შეძლო, რადგან ტანდაბალი იყო.  წინ გაიქცა და ლეღვის ხეზე ავიდა, რომ დაენახა, რადგან იესოს აქეთ უნდა გამოევლო.  როცა იმ ადგილამდე მივიდა, აიხედა იესომ მაღლა და უთხრა: „ზაქე, სწრაფად ჩამოდი! რადგან დღეს შენს სახლში მომიწევს დარჩენა”.  და სწრაფად ჩამოსულმა, სიხარულით მიიღო იგი.  ვინც ეს დაინახა, ყველანი აბუზღუნდნენ; ამბობდნენ: „ცოდვილ კაცთან შევიდა დასარჩენად”.  ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: „უფალო, აჰა, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ, ხოლო თუ ვინმესთვის რაიმე გამომიძალავს, ოთხმაგად მივაგებ”.  უთხრა იესომ: „დღეს მოხდა ამ სახლის გადარჩენა, რაკი ისიც აბრაჰამის ძეა.