ბიბლიის მუხლები თემაზე
„მე ვარ“
13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
იოანეს 4:26
იესომ უთხრა: „მე ვარ, ვინც გელაპარაკება”.
-
იოანეს 6:35
უთხრა მათ იესომ: „მე ვარ სიცოცხლის პური. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასდროს მოსწყურდება.
-
იოანეს 8:23
უთხრა მათ: „თქვენ ქვემოდან ხართ, მე კი მაღლიდან ვარ; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, მე კი ამქვეყნიური არა ვარ.
-
იოანეს 5:58
უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სანამ აბრაჰამი იქნებოდა, მე ვარ”.
-
იოანეს 9:5
სანამ წუთისოფელში ვარ, წუთისოფლის სინათლე ვარ”.
-
იოანეს 10:7
კვლავ უთხრა იესომ: „ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ, მე ვარ კარი ცხვრისთვის.
-
იოანეს 10:36
მას, რომელიც მამამ განწმიდა და მოავლინა წუთისოფელში, ეუბნებით: ღმერთს გმობო, რაკი ვთქვი, ღმერთის ძე ვარ-მეთქი?
-
იოანეს 11:25
იესომ უთხრა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე! ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს!
-
იოანეს 13:13
თქვენ მე მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ. მართალს ამბობთ, რადგან ვარ.
-
იოანეს 14:6
უთხრა მას იესომ: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მიდის, თუ არა ჩემით.
-
იოანეს 15:1
მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, ხოლო მამაჩემი მევენახეა.
-
გამოცხადება 1:8
მე ვარ ანი და ჰაე - ამბობს უფალი ღმერთი - ის, ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი”.
-
გამოცხადება 1:17
ვიხილე და მკვდარივით დავეცი მის ფერხთით. მან თავისი მარჯვენა დამადო და მითხრა: „ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი,