მაგარი სასმელი ბიბლიური ციტატები

იგავნი 31:6
მიეცით მაგარი სასმელი მომაკვდავს და ღვინო – სულგამწარებულს;

ლევიანნი 10:9
„ღვინოსა და მაგარ სასმელებს ნუ დალევთ შენ და შენი ძენი საკრებულო კარავში შესვლისას, რათა არ დაიხოცოთ; საუკუნო წესად გექნებათ ეს თაობიდან თაობებში;

რიცხვნი 6:3
ღვინისგან და მაგარი სასმელებისგან თავი უნდა შეიკავოს; ღვინო და მაგარი სასმელის ძმარი არ იხმაროს, ყურძნის არავითარი ნაყენი არ სვას, ახალი და გამხმარი ყურძენი არ ჭამოს.

ფსალმუნები 68:11-12
ძაძებით შევიმოსე და დასაცინი გავხდი მათთვის. ჩემზე ლაპარაკობენ კარიბჭესთან მსხდომნი და მღერიან ღვინის მსმელნი.

იგავნი 20:1
ღვინო მასხრად აგიგდებს, მაგარი სასმელი შფოთს აგატეხინებს; ვინც მათ ეტანება უგუნურია.

ესაია 28:7
ესენიც ბარბაცებენ ღვინისგან და მაგარი სასმლისგან ირხევიან. მღვდელსა და წინასწარმეტყველს მაგარი სასმელი აბარბაცებთ, აირივნენ ღვინისგან, ბარბაცებენ მაგარი სასმელისგან, ხილვის დროს ირხევიან, განკითხვისას ბორძიკობენ.

იგავნი 31:4
მეფეთ არ შეეფერებათ ლემუელ, მეფეთ არ შეეფერებათ ღვინის სმა, და არც მთავრებს – მაგარ სასმელთა სიყვარული;

ესაია 5:11
ვაი დილაადრიდანვე სასმელის მძებნელთ, დაღამებამდე ღვინით რომ ენთებიან.

ესაია 5:22
ვაი ძლიერთ ღვინის სმაში და ძლევამოსილთ მის ჩამოსხმაში!

ესაია 56:12
ამბობენ „მოდით, ავიღოთ ღვინო და დავთვრეთ მაგარი სასმელით, ხვალინდელი დღე კი დღევანდელივით იქნება, და უფრო უკეთესიც!”

მეორე რჯული 29:6
პური არ გიჭამიათ, ღვინო და მაგარი სასმელი არ გისვამთ, რათა შეგძლებოდათ ცოდნა, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.