საქმეები 21:14
რაკი ვერ შევძელით მისი დაყოლიება, დავწყნარდით და ვუთხარით: „იყოს ნება უფლისა!”
მათეს 6:10
მოვიდეს მეფობა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა;
მათეს 26:42
მეორედაც განშორდა, ლოცულობდა და ამბობდა: „მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია, რომ ამერიდოს ეს სასმისი და არ შევსვა ის, იყოს შენი ნება”.
2 მეფეთა 10:12
მტკიცედ იყავი, მაგრად დავდგეთ ჩვენი ხალხისა და ღმერთის ქალაქებისთვის, დაე, უფლის ნებისამებრ იყოს ყოველივე”.
2 მეფეთა 15:26
თუ იტყვის, აღარ მინდიხარო, აჰა, აქ ვარ, მიყოს რაც ენებოს”.
1 პეტრეს 4:19
ამიტომ, ღვთის ნების მიხედვით ტანჯულებმა, ჭეშმარიტ გამჩენს მიანდონ თავიანთი თავები, სიკეთის ქმნით.
ზაქარია 1:6
მაგრამ ჩემი სიტყვები და დადგენილებები, ჩემს მსახურ წინასწარმეტყველებს რომ ვუბრძანე, განა არ მოეწია თქვენს მამებს? ამიტომ მოექცნენ ისინი და თქვეს: განიზრახა ცაბაოთ უფალმა, რომ ჩვენი გზებისა და საქმეების მიხედვით მოეზღო, და მოგვიზღა კიდეც.
იაკობის 4:15
ნაცვლად იმისა, რომ თქვათ — თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას ვიზამთო.
რომაელთა 1:10
მუდამ ვევედრები ჩემს ლოცვებში, რომ ოდესმე მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით,
საქმეები 18:21
გამოეთხოვა მათ და თქვა: „მომავალი დღესასწაული აუცილებლად იერუსალიმში უნდა გავატარო; თუ ღმერთმა ინება, თქვენთან ისევ დავბრუნდები”. და გასცურა ეფესოდან.
1 კორინთელთა 4:19
მაგრამ მალე მოვალ, თუ ინებებს უფალი და გამოვცდი არა ქედმაღალთა სიტყვებს, არამედ ძალას.