ბიბლიის მუხლები თემაზე
ისინი, ვინც ღმერთი იხილა
15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ესაია 6:1
მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, დიდებულ და აღზევებულ ტახტზე მჯდარი და მისი სამოსლის კალთები ავსებდა ტაძარს.
-
ესაია 6:5
ვთქვი: „ვაი! დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა კი მეფე, ცაბაოთ უფალი იხილეს”.
-
ფსალმუნები 61:1
ასე გიხილე საწმიდარში; ვიხილე შენი ძალა და დიდება შენი
-
იობი 42:5
ყურმოკვრით გიცნობდი; ახლა კი გხედავენ ჩემი თვალები.
-
ამოსი 9:1
ვიხილე უფალი, სამსხვერპლოსთან მდგარი. მითხრა: ბუღაურებს დაჰკარი, რომ შეირყეს ზღურბლის ძელნი და თავზე დაემხოს ყველას; მათგან გადარჩენილთ მახვილით მოვსრავ, ვერსად გაიქცევა გამქცევი, მათგან ვერავინ გადარჩება.
-
დაბადება 16:13
და უწოდა ჰაგარმა უფალს, რომელიც მას ელაპარაკა, „ელ როი” - "უფალი, რომელიც ხედავს!” და თქვა: „აქ ვნახე ღმერთი, რომელიც მხედავს”.
-
დაბადება 32:30
თქვა იაკობმა: „პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი“ და უწოდა იმ ადგილს ფენიელი.
-
რიცხვნი 12:8
მასთან მე პირისპირ ვლაპარაკობ, ცხადლივ და არა იგავებით, უფლის სახეს ჭვრეტს იგი.
-
ებრაელთა 11:27
რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
-
გამოსვლა 24:10-11
და იხილეს მათ ისრაელის ღმერთი. და იყო მის ფეხთა ქვეშ, რაღაც საფირონის ქვაფენილის მსგავსი, ზეცასავით სუფთა. და არ აღუმართავს მას ხელი ისრაელის ძეთა რჩეულებზე. იხილეს ღმერთი, ჭამეს და სვეს.
-
მსაჯულნი 13:22
უთხრა მანოახმა თავის ცოლს: „სიკვდილი არ აგვცდება, რადგან ღმერთი ვიხილეთ”.
-
მათეს 18:10
ფრთხილად, აბუჩად არ აიგდოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში გამუდმებით უყურებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.
-
იოანეს 6:46
იმიტომ კი არა, რომ ვინმეს უხილავს მამა, იმის გარდა, ვინც ღმერთისგან არის, მან იხილა მამა.
-
იოანეს 14:7
მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და გიხილავთ იგი”.
-
იოანეს 15:24
მე რომ არ მეკეთებინა მათ შორის საქმეები, რომლებიც სხვას არავის უქმნია, ცოდვაც არ ექნებოდათ. ახლა კი იხილეს და შეგვიძულეს მეც და მამაჩემიც,