ბიბლიის მუხლები თემაზე
იესო ქრისტეს უბიწობა
7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
1 პეტრეს 2:22
რომელსაც არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა გაჰკარებია მის ბაგეს;
-
ესაია 53:9
და ბოროტმოქმედებთან მიეცა საფლავი, მაგრამ მდიდრებთან იყო თავის სიკვდილში; თუმცა არ ჩაუდენია მას ძალადობა და სიცრუე არ იყო მის ბაგეში.
-
იოანეს 8:46
რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი?
-
2 კორინთელთა 5:21
ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენს გამო, რათა გავხდეთ ღვთის სამართლიანობა მასში.
-
ებრაელთა 7:26
ასეთი მღვდელმთავარი შეგვფერის ჩვენ: წმიდა, უმანკო, გულმართალი, ცოდვილთაგან განრიდებული და ცათა ზედა ამაღლებული,
-
1 პეტრეს 1:19
არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა,
-
1 იოანეს 3:5
თქვენ იცით, რომ იგი გამოჩნდა, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და რომ მასში არ არის ცოდვა.