4 მეფეთა 14:12-14
და დამარცხდნენ იუდაელები ისრაელიანებთან და თავ-თავის კარვებში გაიფანტნენ. ხოლო ამაციაჰუ, იუდას მეფე, იოაშ ახაზიაჰუს ძის ძე, შეიპყრო იოაშ ისრაელის მეფემ ბეთ-შემეშში და მიადგა იერუსალიმს. და დაანგრია იერუსალიმის კედელი ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე, ოთხასი წყრთის სიგრძეზე. და წაიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და მთელი ჭურჭელი, რაც კი უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში ინახებოდა, და აიყვანა მძევლები და გაბრუნდა სამარიას
4 მეფეთა 25:8-10
მეხუთე თვის მეშვიდე დღეს, ეს იყო ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, მეცხრამეტე წელი, მოვიდა ნებუზარდანი – ქონდაქართუხუცესი, ბაბილონის მეფის მსახური, იერუსალიმში, და გადაწვა უფლის სახლი და მეფის სახლი, და იერუსალიმის ყველა სახლი, ყველა დიდი სახლი ცეცხლს მისცა. და დაანგრია კედლები იერუსალიმის ირგვლივ ქალდეველთა ლაშქარმა, რომელიც ქონდა-ქართუხუცესს მოჰყვა.
2 ნეშტთა 36:19
გადაწვეს ღვთის სახლი და დაანგრიეს იერუსალიმის კედელი, გადაბუგეს ყველა მისი სასახლე და გაანადგურეს ყველა მისი ძვირფასეულობა.
ნეემია 1:3-4
და მითხრეს მე: „დარჩენილნი, ტყვეობას რომ გადაურჩნენ იქ, თავიანთ ქვეყანაში, დიდ უბედურებასა და გასაჭირში არიან; იერუსალიმის კედელი დარღვეულია და მისი კარიბჭენი ცეცხლით არის გადაბუგული.“ ეს სიტყვები რომ მოვისმინე, დავჯექი და ავტირდი და რამდენიმე დღე ვგლოვობდი; ვმარხულობდი და ვლოცულობდი ცათა ღმერთის წინაშე,
ფსალმუნები 79:12
რატომ დაანგრიე ზღუდენი მისნი, ისე რომ ყოველი გამვლელი ძარცვავს მას?
ფსალმუნები 88:40-42
მოშალე ყველა ზღუდენი მისნი; ნანგრევებად აქციე მისი სიმაგრენი. ძარცვავს მას ყველა გამვლელ-გამომვლელი, მეზობლის დასაცინი გახდა; მაღლა ასწიე მის მოშუღართა მარჯვენა, გაახარე ყველა მისი მტერი.
ესაია 22:9
თქვენ იხილეთ, რომ მრავალი ნაპრალია დავითის ქალაქის კედლებში, და აგროვებდით წყალს ქვემო ტბორში;
იერემია 39:2
ცედეკიას მეფობის მეთერთმეტე წელს, მეოთხე თვის მეცხრე დღეს, გატყდა ქალაქი.
იერემია 39:8
მეფის სასახლე და ხალხის სახლები ცეცხლს მისცეს ქალდეველებმა და იერუსალიმის კედლები დაანგრიეს.
იერემია 52:13-15
და დაწვა უფლის სახლი, მეფის სასახლე და იერუსალიმის ყველა სახლი; და ყველა დიდი სახლი ცეცხლში დაწვა. და დაანგრია ქალდეველთა ლაშქარმა, რომელიც ქონდაქართუხუცესს ახლდა, იერუსალიმის ირგვლივ მთელი გალავანი. და მდაბიო ხალხი და ქალაქში დარჩენილი ხალხის ნატამალი და შევრდომილნი, რომლებიც ბაბილონის მეფეს თავისით დანებდნენ, და ბრბოს ნატამალი გადაასახლა ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა.
გოდება იერემიასი 2:7-8
უარყო უფალმა თავისი სამსხვერპლო, მოიძულა თავისი საწმიდარი, მტერს ჩაუგდო ხელთ თავისი პალატების კედლები; ხმა გაიღეს მათ უფლის სახლში, როგორც დღესასწაულის დღეს. განიზრახა უფალმა სიონის ასულის გალავანთა დანგრევა, ლარი გაჭიმა, ხელი არ აუღია მის მოსპობაზე; და დასცა მიწაყრილი და გალავანი – ერთად შეიმუსრნენ ისინი.