ლევიანნი 18:22
არ დაწვე მამაკაცთან, როგორც წვებიან ქალთან. ეს საძაგლობაა.
ლევიანნი 20:13
თუ კაცი დაწვება მამაკაცთან, როგორც წვებიან ქალთან, სისაძაგლეს ჩაიდენს ორივე. სიკვდილით უნდა მოიკლან ისინი – მათი სისხლი მათზეა.
1 კორინთელთა 6:9-10
ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს? ნუ მოიტყუებთ თავს: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს.
1 ტიმოთეს 1:9-11
ცნობილია, რომ რჯული მართალთათვის კი არ არის დადგენილი, არამედ ურჯულოთა და ურჩთა, უღვთოთა და ცოდვილთა, გარყვნილთა და უწმიდურთა, მამის და დედის მკვლელთა და კაცისმკვლელთათვის, მეძავთა და მამათმავალთა, ადამიანების გამტაცებელთა და ცრუთა, ფიცის გამტეხთა და სხვათათვის, ვინც ეწინააღმდეგება საღ მოძღვრებას, თანახმად კურთხეული ღმერთის დიდების სახარებისა, რომელიც მე მაქვს მონდობილი.
რომაელთა 1:21-27
რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლი შესწირეს, არამედ ფუჭი გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენს უწოდებენ და შეიშალნენ, და უხრწნელი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა მათი გულისთქმებით უწმიდურებას, ისე რომ თავად ბილწავდნენ თავიანთ სხეულებს. მათ ღმერთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოდ. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალთან ურთიერთობის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთმანეთის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდომილებისათვის.
დაბადება 19:4-8
ჯერ კიდევ არ დაწოლილიყვნენ, რომ ქალაქის მცხოვრები სოდომელნი გარშემოერტყნენ სახლს, ჭაბუკიდან მოხუცამდე მთელი ხალხი ერთად. და დაუძახეს ლოტს, და უთხრეს: „სად არიან კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა მივუწვეთ!“ გამოვიდა ლოტი მათთან, და გამოიხურა კარი, და უთხრა: „ნუ იზამთ უკეთურებას, ძმებო! აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელნიც ჯერ არ წოლილან კაცთან. მათ გამოვიყვან და უყავით, რაც გენებოთ, ოღონდ ამ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი!“
იაკობის 4:12
ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც შეუძლია ხსნა და დაღუპვა. შენ ვინა ხარ, სხვას რომ განიკითხავ?
იოანეს 8:7-11
რომ არ მოეშვნენ შემკითხველნი, გასწორდა და უთხრა მათ: „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან დაჰკრას ქვა!” კვლავ დაიხარა და განაგრძო წერა მიწაზე. ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიბნენ სინდისმხილებულნი, და დარჩა მარტო იესო, და შუაში მდგომი ქალი. წამოიმართა იესო, ვერავინ დაინახა იმ ქალის მეტი და უთხრა მას: „ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?” უთხრა მან: „არავინ, უფალო!” უთხრა იესომ:„არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ.”
მარკოზის 10:6-9
მაგრამ შექმნის დასაბამიდან ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და მიეკრობა თავის ცოლს. და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ამრიგად, ისინი ორნი კი არ არიან, ერთი ხორცი არიან. ამრიგად, რაც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ გაყრის მათ.”
1 კორინთელთა 7:2
მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ დედაკაცს – თავისი ქმარი.