ღვთიური მიმართულება – ბიბლიური ციტატები

რიცხვნი 9:23
უფლის ბრძანებით ბანაკდებოდნენ და უფლის ბრძანებითვე აიყრებოდნენ ხოლმე, უფლის სამსახურს ასრულებდნენ. და დადიოდნენ უფლის ბრძანებით, მოსეს პირით რომ იყო გამოცხადებული.

2 პეტრეს 1:21
რადგან წინასწრმეტყველება არასოდეს არ მოსულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღმერთისაგან წარმოთქვამდნენ მას.

დაბადება 12:1
უთხრა უფალმა აბრამს: „წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.

გამოსვლა 3:10
ახლა კი წადი, მიგავლენ ფარაონთან, რომ გამოიყვანო ჩემი ხალხი, ისრაელიანები, ეგვიპტიდან.“

იესო ნავეს ძე 1:2
„მოკვდა ჩემი მსახური მოსე. ახლა ადექი და გადალახე იორდანე მთელ ხალხთან ერთად იმ ქვეყნისაკენ, რომელსაც მე ვაძლევ მათ, ისრაელის ძეთ.

მსაჯული 6:14
მაგრამ მიუბრუნდა მას უფალი და უთხრა: „წადი მაგ შენი ძალითა და იხსენ ისრაელი მიდიანის ხელიდან. მე გაგზავნი შენ.“

2 მეფეთა 5:19
და დაეკითხა დავითი უფალს: „გავიდე ფილისტიმელებზე? ხელში ჩამიგდებ მათ?“ უთხრა უფალმა დავითს: „გადი, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.“

3 მეფეთა 17:3-4
„წადი აქედან და აღმოსავლეთისაკენ იარე და ჩაიმალე ქერითის ხევში, იორდანეს პირდაპირ რომ არის. ამ ხევის წყალი სვი, ყორნებს კი მე ვუბრძანე, რომ გამოგკვებონ იქ.“

3 მეფეთა 19:15
და უთხრა უფალმა: „წადი, გაბრუნდი შენი გზით უდაბნოზე და დამასკოში მიდი. როცა მიხვალ, სცხე ხაზაელს არამზე სამეფოდ.

3 მეფეთა 21:18-19
„ადექი და დახვდი ახაბს, ისრაელის მეფეს, სამარიაში რომ არის. აჰა, ნაბოთის ვენახშია ჩასული მის დასაპატრონებლად. და ელაპარაკე მას: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘კაცი მოკალი და ახლა მის ქონებას ეპატრონები?’ და ელაპარაკე მას: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘სადაც ძაღლები ლოკავდნენ ნაბოთის სისხლს, იმ ადგილას შენს სისხლსაც ალოკავენ.’“