რიცხვნი 14:9
ოღონდ ნუ ამბოხდებით უფლის წინააღმდეგ და იმ ქვეყნის ხალხისა ნუ გეშინიათ, რადგან ჩვენი ნადავლია იგი. ვინაიდან განერიდა მათ მფარველი, ჩვენს შორის კი თავად უფალია, ნუ გეშინიათ”.
იესო ნავეს ძე 22:19
თუ უწმიდურად თვლით თქვენს სამკვიდრო ქვეყანას, გადადით უფლის სამკვიდრო ქვეყანაში, სადაც დაივანა უფლის სავანემ და დამკვიდრდებით ჩვენს შორის. ნუ აუმხედრდებით უფალს და ნურც ჩვენ აგვიმხედრდებით ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოს გარდა სხვა სამსხვერპლოს აშენებით.
რიცხვნი 16:30
ხოლო თუ ისეთ რამეს მოიმოქმედებს უფალი, რაც აქამდე არ მომხდარა, გააღებს მიწა პირს და შთანთქავს მათ და მთელს მათ საბადებელს და ცოცხლად ჩავლენ ქვესკნელში, მაშინ გაიგეთ, რომ შეიძულეს ამ ადამიანებმა უფალი”.
ნეემია 9:26
მაინც განგიდგნენ და აგიჯანყდნენ, ზურგს უკან მოისროლეს შენი რჯული, შენი წინასწარმეტყველნი კი, რომლებიც შენკენ მოსაბრუნებლად შეაგონებდნენ მათ, დახოცეს და დიდი საგმობი საქმენი ჩაიდინეს.
გამოსვლა 23:20-21
აჰა, ანგელოზს წაგიმძღვარებ, რათა დაგიფაროს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილამდე, რომელიც მოვამზადე შენთვის. იფხიზლე მის წინაშე და ისმინე მისი ხმა, ნუ აუჯანყდები მას, რადგან არ გაპატიებთ დანაშაულს, რადგან მასშია ჩემი სახელი.
1 კორინთელთა 10:9
ნურც გამოვცდით უფალს, როგორც ზოგიერთმა მათგანმა გამოსცადა, და გველებისგან დაიღუპნენ.
ესია 63:10
მაგრამ აუჯანყდნენ და დაამწუხრეს მისი წმიდა სული; ამიტომ მტრად მოეკიდა მათ და ებრძოდა.