ღვთისადმი დაჟინებულობა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 54:17
საღამოთი, დილით და შუადღით შევევედრები, შევტირებ და მოისმენს ჩემს ხმას.

ფსალმუნები 21:1-2
ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? რატომ ხარ შორს, როცა საშველად შემოგღაღადებ? ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით – არ მპასუხობ, ღამით – და არა მაქვს მოსვენება.

ფსალმუნები 85:3
შემიწყალე, უფალო, რადგან შენ მოგიხმობ ყოველდღე.

1 თესალონიკელთა 5:17
ილოცეთ განუწყვეტლივ.

1 ტიმოთეს 5:5
ნამდვილი ქვრივი, რომელიც მარტო დარჩა, ღმერთზეა მინდობილი და ვედრებასა და ლოცვაში ატარებს ღამესა და დღეს.

მათეს 7:7-8
ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყოველი, ვინც ითხოვს – ღებულობს, ვინც ეძიებს – პოულობს და ვინც აკაკუნებს – გაეღება.

ლუკას 11:9-10
მე გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს; ვინც ეძიებს, პოულობს და ვინც აკაკუნებს, გაეღება.

ლუკას 18:2-8
თქვა: „ერთ ქალაქში ერთი მოსამართლე იყო. არც ღმერთისა ეშინოდა და არც ხალხისა რცხვენოდა. იმავე ქალაქში ერთი ქვრივი ქალიც ცხოვრობდა. მივიდა მოსამართლესთან და უთხრა: დამიცავი ჩემი მეტოქისგან. დიდხანს უარობდა. მერე კი თქვა თავისთვის: მართალია, არც ღმერთისა მეშინია და არც ხალხისა მრცხვენია, მაგრამ, რაკი ეს ქვრივი აღარ მასვენებს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და არ გამტანჯოს”. თქვა უფალმა: „გესმით, რას ამბობს უმართლო მოსამართლე? მაშ, განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ მას შეჰღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი? თქვენ გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როცა მოვა ძე კაცისა, ჰპოვებს კი რწმენას დედამიწაზე?”

ეფესელთა 6:18
ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და ამაზე იფხიზლეთ მთელი დაჟინებით და ლოცვით ყველა წმიდასთვის;

რომაელთა 1:9-10
მემოწმება ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები მისი ძის სახარებით, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ. მუდამ ვევედრები ჩემს ლოცვებში, რომ ოდესმე მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით,

კოლოსელთა 4:12
მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, ქრისტე იესოს მონა, რომელიც მუდამ იღწვის თქვენთვის ლოცვებში, რათა მოწიფულნი და მტკიცედ დაჯერებულნი წარსდგეთ ღვთის სრულ ნებაში.

1 თესალონიკელთა 1:2-3
მარადის ვმადლობთ ღმერთს ყველა თქვენგანისთვის და გიხსენებთ ჩვენს ლოცვებში. განუწყვეტლივ გვახსოვს თქვენი რწმენის საქმე, სიყვარულის შრომა და თქვენი იმედიანი მოთმინება ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე.

2 ტიმოთეს 1:3
ვმადლობ ღმერთს, რომელსაც წმიდა სინდისით ვემსახურები წინაპრებივით და განუწყვეტლივ გიხსენებ ჩემს ლოცვებში ღამით და დღისით.

ფსალმუნები 118:58
გევედრები მთელი გულით; შემიწყალე შენი სიტყვისამებრ.

ფსალმუნები 129:1-2
სიღრმეებიდან მოგიხმე, უფალო; ისმინე ჩემი ხმა, უფალო! ყური მოაპყარ ჩემს ვედრებას.

ფსალმუნები 54:1-2
ისმინე ღმერთო ჩემი ლოცვა და ნუ დაემალები ჩემს ვედრებას ყური მომაპყარ და მიპასუხე; მოსვენებას არ მაძლევს ჩემი საფიქრალი, წუხილში ვარ

ფსალმუნები 60:1-2
ისმინე უფალო ვედრება ჩემი, ყური მოაპყარ ჩემს ლოცვას. ქვეყნის კიდიდან შემოგღაღადებ გულგათანგული, ჩემთვის მიუწვდომელ კლდეზე ამიყვანე.

იონა 3:8
კაცმაც და პირუტყვმაც ჯვალო ატაროს და მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, რათა მოექცეს ყოველი კაცი თავისი ბოროტი გზიდან და ძალადობისგან, რაშიც ხელი აქვს გარეული!