ღვთის შიშის მაგალითები ბიბლიის მუხლები

ებრაელთა 11:7
რწმენით მიიღო ნოემ გაფრთხილება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული და ღვთისმოშიშებით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად; ამით მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის მიხედვით.

დაბადება 31:42
მამაჩემის ღმერთი, აბრაჰამის ღმერთი და ისაკის შიში რომ არ ყოფილიყო ჩემთან, ახლა ხელცარიელს გამისტუმრებდი. მოხედა ღმერთმა ჩემს ტანჯვასა და ჯაფას და გამხილა წუხელ!”

დაბადება 42:18
უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: „ასე მოიქეცით და იცოცხლებთ, რადგან ღვთისმოშიში კაცი ვარ!

გამოსვლა 1:17
მაგრამ ღვთის მოშიშნი იყვნენ ბებიაქალები და არ ასრულებდნენ ეგვიპტის მეფის ბრძანებას – ცოცხლად ტოვებდნენ ახალშობილ ვაჟებს.

1 მეფეთა 12:18
მოუხმო სამუელმა უფალს და მოავლინა იმ დღეს უფალმა ქუხილი და წვიმა; ძლიერ შეეშინდა ხალხს უფლისა და სამუელისა.

იობი 1:1
იყო კაცი ვინმე ყუცის ქვეყანაში, სახელად იობი. უბიწო, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი.

იობი 2:3
უთხრა უფალმა სატანას: „თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? არავინაა მისი მსგავსი დედამიწაზე; უმწიკვლო, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. კვლავაც უმწიკვლოდ ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი, რომ უმიზეზოდ დამეღუპა”.

მალაქია 2:4-6
და მიხვდებით, რომ მე გამოგიგზავნეთ ეს მცნება, რათა აღსრულდეს ჩემი აღთქმა ლევის მიმართ – ამბობს ცაბაოთ უფალი. მასთან იყო ჩემი აღთქმა – სიცოცხლისა და მშვიდობისა, და მე მივეცი ეს მას ჩემი მოშიშებისთვის; და ეშინოდა ჩემი და თრთოდა ჩემი სახელის წინაშე. ჭეშმარიტების რჯული იყო მის პირში და უმართლობა არ მოიძებნებოდა მის ბაგეებზე. მშვიდობასა და სიმართლეში დადიოდა ჩემთან და მრავალი მოაქცია ურჯულოებისგან.

4 მეფეთა 4:1
ასე შეღაღადა ერთმა ქალმა, წინასწარმეტყველთა ცოლთაგან, ელისეს: „მოკვდა ჩემი ქმარი, შენი მსახური; შენ იცი, რომ უფლის მოშიში იყო იგი. ახლა კი მევახშე მომადგა, რათა ორივე ჩემი შვილი მონებად წაიყვანოს თავისთვის”.

ნეემია 7:2
ხანანი, ჩემი ძმა და ხანანია, ციხე-სიმაგრის მთავარი, იერუსალიმზე დავაყენე, ვინაიდან ერთგული კაცი იყო და ბევრს აღემატებოდა ღვთისმოშიშებაში.

საქმეები 5:11
დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია და ყველა, ვისაც ეს ესმა.