ღვთის მიზანი ბიბლიის მუხლები

ესაია 46:10-11
დასაწყისიდანვე ვაცხადებ დასასრულს და უძველესი დროიდან იმას, რაც ჯერ არ მომხდარა; ვამბობ: ჩემი განზრახვა აღსრულდება და ყოველ ჩემს სურვილს ავასრულებ. გამოვიხმობ აღმოსავლეთიდან მონადირე ფრინველს, კაცს შორი ქვეყნიდან, ჩემი რჩევის შემსრულებელს; ჭეშმარიტად, აკი ვთქვი, ჭეშმარიტად, აღვასრულებ კიდეც; მე დავგეგმე და კიდეც გავაკეთებ.

იგავნი 16:4
უფალმა ყველაფერი თავისი მიზნისთვის შექმნა, ბოროტეულიც კი – ავი დღისთვის.

ეფესელთა 1:11
მასში მივიღეთ მემკვიდრეობა, რისთვისაც წინასწარვე ვიყავით განწესებულნი მისი განზრახვის თანახმად, ვინც ყოველივეს თავისი ნება-სურვილით იქმს.

იობი 42:2
„ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია და ვერაფერი დააბრკოლებს შენს განზრახვას.

იერემია 23:20
არ შებრუნდება უფლის რისხვა, სანამ არ აღასრულებს, სანამ არ შეასრულებს თავისი გულის ზრახვას, უკანასკნელ დღეებში ნათლად მიხვდებით ამას.

გამოცხადება 17:17
ვინაიდან ღმერთმა ჩაუდო გულებში, რომ განახორციელონ მისი ჩანაფიქრი, აღასრულონ ერთი აზრი და მისცენ მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვები.

ესაია 10:5-7
ვაი აშურს, ჩემი რისხვის კვერთხს! არგანი მის ხელში ჩემი რისხვის იარაღია! უღმერთო ხალხზე ვაგზავნი და ჩემი წყრომის ხალხზე ვუბრძანებ, რომ გაძარცვოს და ნადავლი წამოიღოს, ქუჩის ტალახივით გათელოს ისინი. მაგრამ ასე არ ფიქრობს იგი და არც ასე გეგმავს თავის გულში, რადგან ცოტა ხალხის განადგურებას და მოსპობას არ ლამობს.

ეფესელთა 3:10-11
რათა ახლა ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს მმართველობებს და ხელისუფლებებს ზეცაში ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე. საუკუნო განზრახვით, რომელიც განახორციელა ჩვენს უფალ ქრისტე იესოში,

2 ტიმოთეს 1:9
რომელმაც გვიხსნა ჩვენ და მოგვიხმო წმიდა მოწოდებით, არა ჩვენი საქმეების მიხედვით, არამედ თავისი განზრახვითა და მადლით, რომელიც მოგვცა ქრისტე იესოში საუკუნეთა უწინ;

ესაია 46:10
დასაწყისიდანვე ვაცხადებ დასასრულს და უძველესი დროიდან იმას, რაც ჯერ არ მომხდარა; ვამბობ: ჩემი განზრახვა აღსრულდება და ყოველ ჩემს სურვილს ავასრულებ.

რომაელთა 9:17
ვინაიდან წერილი ეუბნება ფარაონს: „სწორედ ამისათვის დაგადგინე, რომ ჩემი ძალა ვაჩვენო შენზე და ჩემი სახელი განითქვას მთელს დედამიწაზე”.

ეფესელთა 1:9
გვაუწყა რა თავისი ნების საიდუმლო თავისი სურვილით, წინასწარ რომ განიზრახა მასში.

რომაელთა 8:28
ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა.

საქმეები 4:27-28
რადგან მართლაც შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენი ცხებულის, იესოს წინააღმდეგ ჰეროდე და პონტოელი პილატე, წარმართებთან და ისრაელის ხალხთან ერთად, რომ მოემოქმედათ ის, რაც წინასწარ განსაზღვრა შენმა ხელმა და შენმა ნებამ.

ეფესელთა 1:9-10
გვაუწყა რა თავისი ნების საიდუმლო თავისი სურვილით, წინასწარ რომ განიზრახა მასში. რათა განეგო ჟამთა სისავსე და ქრისტეში მოეყარა თავი ყოველივეს, რაც ცაშია და რაც დედამიწაზეა;