ღმერთის საქმეების განჭვრეტა – ბიბლიური ციტატები

მეორე რჯული 18:21-22
და თუ იტყვი შენს გულში: „როგორ გავიგებ სიტყვას, რომელიც უფალს არ უთქვამს?“ თუ წინასწარმეტყველი ილაპარაკებს უფლის სახელით და არ ასრულდება ის სიტყვა და არ ახდება, მაშინ ის სიტყვა არ უთქვამს უფალს. იგი თავხედურად უთქვამს წინასწარმეტყველს, – ნუ შეგეშინდება მისი.

იერემია 28:9
თუ წინასწარმეტყველი მშვიდობას წინასწარმეტყველებს, მხოლოდ მაშინ აღიარებენ, უფლის მიერ მოვლინებულ ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად, როცა ახდება მისი წინასწარმეტყველება.

3 მეფეთა 18:24
მოუხმეთ თქვენი ღმერთის სახელს, და მეც მოვუხმობ უფლის სახელს. და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ღმერთი ის იქნება.“ და მიუგო მთელმა ხალხმა და თქვა: „კეთილი.“

1 კორინთელთა 12:7-10
თითოეულს ეძლევა სულის გამოვლინება სასიკეთოდ. რადგან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს – ცოდნის სიტყვა, იმავე სულით. ზოგს რწმენა – იმავე სულით და ზოგს – კურნებათა ნიჭი იმავე სულით. ზოგს – ძალთა მოქმედება, ზოგს – წინასწარმეტყველება, ზოგს – სულების გარჩევა, ზოგს – სხვადასხვა ენები, ზოგს – ენების განმარტება.

ფილიპელთა 1:9
ამაზე ვლოცულობ, რომ უფრო და უფრო გაიზარდოს თქვენი სიყვარული შეცნობასა და ყველაფრის გაგებაში,

იოანეს 7:17
ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, გაიგებს ამ მოძღვრების შესახებ – ღმერთისგან არის ის თუ ჩემით ვლაპარაკობ.

1 კორინთელთა 2:14
აი, მიწიერი ადამიანი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, ვინაიდან უგუნურებად მიიჩნევს და არც ძალუძს შეცნობა, რადგან სულიერად არის განსასჯელი.