ღმერთი, როგორც მკურნალი ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 15:26
თქვა: „თუ მთელი გულით დაემორჩილები უფლის, შენი ღმერთის ხმას, სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურად იღებ მის მცნებებს და დაიცავ მის ყოველ წესს, არ მოვავლენ შენზე არც ერთ სენს, რომელიც მოვავლინე ეგვიპტეზე, რადგან მე ვარ უფალი, შენი მკურნალი.

ფსალმუნები 146:3
გულგატეხილებს განკურნავს და ჭრილობებს უხვევს მათ.

მათეს 9:12
იესომ გაიგონა ეს და უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ.

მარკოზის 2:17
ეს რომ იესომ გაიგონა, უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა სნეულებს სჭირდებათ; მართალთა კი არა, ცოდვილთა მონანიებისაკენ მოსაწოდებლად მოვედი.“

ლუკას 5:31
მიუგო მათ იესომ პასუხად: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ.

ლუკას 4:23
უთხრა მათ: „ცხადია, მეტყვით ამ ანდაზას: ‘მკურნალო, განიკურნე შენი თავი. რაც ჩვენ კაპერნაუმში მომხდარის შესახებ მოვისმინეთ, მოახდინე აქაც, შენს სამშობლოში.’“

ოსია 6:1
მოდით, დავუბრუნდეთ უფალს. მან დაგვაწყლულა და თავადვე განგვკურნავს, დაგვკრა და ჭრილობებსაც ის შეგვიხვევს.