ღმერთი არ პასუხობს ბიბლიის მუხლები

1 მეფეთა 8:18
შეჰღაღადებთ იმ დღეს მეფის გამო, რომელსაც ამოირჩევთ, მაგრამ არ გიპასუხებთ უფალი!“

ფსალმუნები 21:2
ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით – არ მპასუხობ, ღამით – და არა მაქვს მოსვენება.

იობი 5:1
„მოუხმე ახლა, თუ გყავს მოპასუხე და წმიდანთაგან ვის მიმართავ?

იობი 35:12
ღაღადებენ იქ ისინი, მაგრამ არ პასუხობს იგი, ბოროტეულთა ამპარტავნობის გამო.

2 მეფეთა 22:42
ეძიებენ და არავინ ჰყავთ მშველელი; უფალსაც კი უხმობენ და არ პასუხობს უფალი.

1 მეფეთა 14:37
რჩევა ითხოვა საულმა უფლისგან: „ჩავიდე ფილისტიმელებთან? ჩაუგდებ მათ ისრაელს ხელში?“ არ უპასუხა იმ დღეს უფალმა.

1 მეფეთა 28:6
უთხრა საულმა თავის მსახურებს: „მომიძებნეთ სულთა გამომძახებელი ქალი, მივალ და ვამკითხვინებ.“ უთხრეს მსახურებმა: „აჰა, ყენდორშია სულთა გამომძახებელი ქალი.“

1 მეფეთა 28:15
უთხრა სამუელმა:„რას ითხოვ ჩემგან, როცა გაგშორდა უფალი და მტრად მოგეკიდა?

მიქა 3:7
გაწბილდებიან მისნები და შერცხვებიან მკითხავები; ყველანი პირზე აიფარებენ ხელს, რადგან პასუხი არ იქნება ღმერთისგან.

იობი 30:20
შემოგღაღადებ და პასუხს არ მცემ; ვდგავარ და არაფრად მაგდებ.

იგავნი 21:13
ვინც ყურს მოიყრუებს ღარიბის ღაღადზე, თვითონაც მოუხმობს ერთ დღეს და არავინ უპასუხებს.

მიქა 3:4
მაშინ შეჰღაღადებთ უფალს, ის კი არ გიპასუხებთ; სახეს დაგიმალავთ ღაღადისას, რადგან ბოროტ საქმეებს სჩადიოდით.

იობი 19:7
აჰა, ვღაღადებ: ძალადობაა! და არავინ მპასუხობს, შველას ვითხოვ და არაა სამართალი.