ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი აკვირდება
13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
იგავნი 15:3
ყველგანაა უფლის თვალები, ხედავს ბოროტთა და კეთილთ.
-
საქმეები 20:28
მაშ, გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და თქვენს მთელ სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც დაგაყენათ სულიწმიდამ, რათა მწყემსოთ ღმერთის ეკლესია, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.
-
ფსალმუნები 140:3
უფალო, გუშაგი დაუყენე ჩემს პირს, დარაჯი – ჩემს ბაგეებს.
-
ფსალმუნები 120:8
უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ახლა და უკუნისამდე.
-
დაბადება 31:49
და მიცფა, რადგან თქვა: „დაე, თვალყური გვადევნოს უფალმა, როცა ერთმანეთს დავშორდებით.
-
მეორე რჯული 32:10
უდაბურ მიწაზე იპოვა იგი, სიცარიელესა და უდაბნოს კივილში; გარს შემოერტყა და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა,
-
იობი 29:2
ნეტავ ისევ ისე ვიყო, უწინდელ თვეებში რომ ვიყავი, როცა ღმერთი მფარველობდა.
-
მეორე რჯული 11:12
მიწა, რომელზეც უფალი, შენი ღმერთი ზრუნავს; უფლის, შენი ღმერთის თვალია მასზე, წლის დასაწყისიდან – დასასრულამდე.
-
ფსალმუნები 33:15
უფლის თვალები მართლებისკენაა მიპყრობილი და მისი ყურები – მათი ღაღადისკენ.
-
ფსალმუნები 31:8
ამბობს უფალი: დაგარიგებ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო, თვალს დავიჭერ შენზე.
-
ფსალმუნები 32:18
აჰა, თვალი უფლისა მის მოშიშებზეა – ვისაც მისი წყალობის იმედი აქვს;
-
ფსალმუნები 33:20
მის ყოველ ძვალს იცავს იგი, მათგან ერთიც არ შეიმუსრება.
-
იერემია 1:12
მითხრა უფალმა: „კარგად ხედავ, რადგან ვაჩქარებ ჩემს სიტყვას შესასრულებლად!