მსაჯული 2:3
და კიდევ ვთქვი: არ განვდევნი-მეთქი მათ თქვენგან, რათა ისინი მახედ გაგიხდნენ, ხოლო მათი ღმერთები – ხაფანგად.“
იგავნი 10:26
რაც ძმარია კბილებისთვის და კვამლი თვალებისთვის, იგივეა ზარმაცი კაცი მისი წარმგზავნელისთვის.
იგავნი 16:20
საქმის გონივრულად მკეთებელი სიკეთეს ჰპოვებს; ნეტარია უფალზე დაიმედებული.
იგავნი 19:13
ბრიყვი ვაჟი მამის უბედურებაა, ცოლის ჭირვეულობა კი შეუწყვეტელი წვეთა.
1 კორინთელთა 13:5
არ უხეშობს, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს,
ებრაელთა 3:17
ვიზე მრისხანებდა იგი ორმოც წელიწადს? განა ცოდვილებზე არა, რომელთა ძვლებიც უდაბნოში დაცვივდა?
ლუკას 18:2-7
თქვა: „ერთ ქალაქში ერთი მოსამართლე იყო. არც ღმერთისა ეშინოდა და არც ხალხისა რცხვენოდა. იმავე ქალაქში ერთი ქვრივი ქალიც ცხოვრობდა. მივიდა მოსამართლესთან და უთხრა: დამიცავი ჩემი მეტოქისგან. დიდხანს უარობდა. მერე კი თქვა თავისთვის: მართალია, არც ღმერთისა მეშინია და არც ხალხისა მრცხვენია, მაგრამ, რაკი ეს ქვრივი აღარ მასვენებს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და არ გამტანჯოს”. თქვა უფალმა: „გესმით, რას ამბობს უმართლო მოსამართლე? მაშ, განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ მას შეჰღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი?
მსაჯული 16:16
რაკი ყოველდღე ამ სიტყვებით ჩასჩიჩინებდა და ეხვეწებოდა, სასიკვდილოდ შეუწუხა სული.
დაბადება 49:6
ნუ მივა მათ თათბირზე სული ჩემი, ნუმც ზიარებულა მათ საკრებულოს ღირსება ჩემი! რადგან მრისხანებაში მოკლეს კაცი და თავისი ჟინით გამოძარღვეს ხარი!