მათეს 15:25
ქალი კი მივიდა, დაემხო მის წინ და უთხრა: „მიშველე მე, უფალო!“
მათეს 17:15
და უთხრა: „უფალო, შეიწყალე ჩემი ვაჟი, მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, რადგან წარამარა ცეცხლში ვარდება ან წყალში.
მათეს 20:30-34
და, აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას და, რომ გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძევ!“ ხალხი კი უწყრებოდა მათ და აჩუმებდა. ხოლო ისინი უფრო მეტად ყვიროდნენ და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძევ!“ და შეჩერდა იესო, დაუძახა მათ და უთხრა: „რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?“ უთხრეს მას: „თვალები რომ აგვიხილო, უფალო.“ შეებრალა იესოს ისინი და შეეხო მათ თვალებს. და მყისვე აეხილათ თვალები და გაჰყვნენ მას.
მარკოზის 10:47
და როდესაც მოესმა, იესო ნაზარეველიაო, დაიწყო ყვირილი და ამბობდა: „დავითის ძეო, იესო, შემიწყალე მე!“
ლუკას 17:12-16
ერთ სოფელში რომ შედიოდა, ათი კეთროვანი კაცი შემოხვდა, რომლებიც მოშორებით გაჩერდნენ, ხმა აიმაღლეს და შესძახეს: „შეგვიწყალე, იესო, მოძღვარო!“ შეხედა და უთხრა მათ: „წადით და ეჩვენეთ მღვდლებს!“ და ისე მოხდა, რომ გზად მიმავალნი განიწმიდნენ. და როდესაც დაინახა, რომ განიკურნა, ერთი მათგანი მობრუნდა და მაღალი ხმით ადიდებდა ღმერთს. პირქვე დაემხო მის ფეხთით და მადლობდა. და იყო ის სამარიელი.