ბიბლიის მუხლები თემაზე
ერის განწმენდა
13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
გამოსვლა 31:13
ასე უთხარი ისრაელის შვილებს: დაიცავით ჩემი შაბათები, ნიშანია იგი ჩემსა და თქვენ შორის თაობიდან თაობამდე, რათა იცოდეთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედელი.
-
ლევიანნი 20:8
დაიცავით ჩემი წესები და აღასრულეთ ისინი, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი გამწმედი.
-
ლევიანნი 21:23
მაგრამ ფარდასთან არ მივიდეს და სამსხვერპლოს არ მიეახლოს, რადგან ნაკლი აქვს; და არ წაბილწოს ჩემი საწმიდარი, რადგან მე ვარ უფალი, მათი განმწმედელი”.
-
ლევიანნი 22:16
თორემ დადანაშაულდებიან და სასჯელს დაატეხენ ისრაელს, სიწმიდეთა ჭამით, რადგან მე ვარ უფალი, მათი განმწმედი”.
-
ლევიანნი 22:9
დაიცვან ჩემი დადგენილებანი, თორემ ცოდვას იტვირთავენ და დაიხოცებიან, მათი შებღალვის გამო. მე ვარ უფალი, მათი გამწმედი.
-
ლევიანნი 20:7
მომიძღვენით თავები და იყავით წმიდა, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
-
ფსალმუნები 92:5
სანდოა შენი მოწმობანი, სიწმიდე შეშვენის შენს სახლს, უფალო, სამარადჟამოდ.
-
ეზეკიელი 37:28
მაშინ გაიგებენ ერები, რომ მე ვარ უფალი, ისრაელის განმწმედელი, როცა ჩემი საწმიდარი იქნება მათ შორის საუკუნოდ”.
-
ლუკას 2:23
როგორც სწერია უფლის რჯულში: „ყოველ მამროვანს, რომელმაც განაპოს საშო, უფლის წმიდა ეწოდოს;
-
იესო ნავეს ძე 7:13
ადექი, განწმიდე ხალხი და უთხარი განიწმიდენით-თქო ხვალისთვის, რადგან ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: დარისხებულია შენს შორის, ისრაელ; ვერ შეძლებ მტერთან გამკლავებას, ვიდრე არ მოიშორებ დარისხებულს წიაღიდან.
-
იესო ნავეს ძე 3:5
უთხრა იეშუამ ხალხს: „განიწმიდეთ, რადგან სასწაულებს აღასრულებს ხვალ თქვენ შორის უფალი”.
-
გამოსვლა 40:13
შემოსე აჰარონი წმიდა სამოსელით, სცხე მას და წმიდა ჰყავ იგი, რათა მღვდლობა გამიწიოს.
-
იობი 1:25
ლხინის დღეები რომ ჩამთავრდებოდა, გაგზავნიდა იობი და განწმედდა მათ, დილაადრიან ადგებოდა და აღავლენდა სრულდდასაწველებს მათი რიცხვისამებრ, რადგან ამბობდა: ეგებ შესცოდეს ჩემმა ძეებმა და დაგმესო ღმერთი გულში. ყოველთვის ასე იქცეოდა იობი.