დიდი დანაკლისის განცდა – ბიბლიური ციტატები

დაბადება 23:1-2
იცოცხლა სარამ ას ოცდაშვიდი წელი. ეს არის სარას სიცოცხლის წლები. და გარდაიცვალა სარა კირიათ-არბაყში, ეს არის ხებრონი, ქანაანის ქვეყანაში. და მივიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასატირებლად.

დაბადება 37:35
და ადგნენ მისი ძენი და მისი ასულნი, რათა ნუგეში ეცათ მისთვის, მაგრამ არ ინდომა მან ნუგეშისცემა, და თქვა: „მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში!” და დიდხანს გლოვობდა მამა თავის ძეს.

დაბადება 42:38
უთხრა მას: „არ წამოვა ჩემი ძე თქვენთან, რადგან მისი ძმა მოკვდა, ეს კი მარტოდ დარჩა. და თუ შეემთხვევა ფათერაკი გზაზე, სადაც მიდიხართ, ჩემს ჭაღარას მწუხარებით ჩადებთ შავეთში.”

დაბადება 48:7
და მე შუამდინარეთიდან წამოსვლისას მომიკვდა რახელი ქანაანის ქვეყანაში, გზაზე, ეფრათამდე არ ვიყავი მისული, და იქ დავმარხე ეფრათას გზაზე, რომელსაც ახლა ბეთლემი ჰქვია.”

დაბადება 50:10
და მივიდნენ ისინი ატადის კალომდე, რომელიც იორდანეს გაღმაა, და იქ დაიტირეს იაკობი დიდი და ძალზე მძიმე გოდებით. და გაუმართა მამას შვიდდღიანი გლოვა.

2 მეფეთა 18:33
და შეიძრა მეფე, ავიდა კარიბჭის ზემოთვალში და ატირდა. როცა მიდიოდა, ასე ამბობდა: “შვილო აბესალომ! შვილო, შვილო აბესალომ! ნეტავ შენს მაგივრად მე მოვმკვდარიყავი, აბესალომ, შვილო, შვილო!”

2 მეფეთა 1:11-12
ჩაბღუჯა თავისი სამოსელი დავითმა და შემოიგლიჯა. და ასე ქნა ყველამ, ვინც კი მასთან იყო. და მოთქვამდენ და ტიროდნენ, და საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გამო, ასევე უფლის ერისა და ისრაელის სახლის გამო, მახვილისგან რომ დაეცნენ.

2 მეფეთა 3:32
დამარხეს აბნერი ხებრონში და ხმამაღლა ტიროდა მეფე აბნერის საფლავზე, ტიროდა მთელი ხალხი.

2 მეფეთა 12:19-22
და დაინახა დავითმა, რომ ერთმანეთში ჩურჩულებენ მისი მსახურნი, მიხვდა დავითი, რომ მკვდარი იყო ბავშვი, და უთხრა დავითმა თავის მსახურთ: „მოკვდა ბავშვი?” უთხრეს: „მოკვდა.” და ადგა მიწიდან დავითი, და დაიბანა, და ზეთი იცხო, სამოსელი გამოიცვალა, და წავიდა უფლის სახლში და თაყვანისცა. და დაბრუნდა სახლში, პური მოითხოვა, და მიართვეს და შეჭამა. უთხრეს მისმა მსახურებმა: „ეს რა იყო, რომ გააკეთე, ცოცხალი ბავშვის გამო მარხულობდი და ტიროდი, ხოლო როგორც კი მოკვდა ბავშვი, წამოდექი და პური შეჭამე?” თქვა დავითმა: „ვიდრე ბავშვი ცოცხალი იყო, ვმარხულობდი და ვტიროდი. ვფიქრობდი: ვინ იცის, იქნებ შემიწყალოს უფალმა და გადარჩეს-მეთქი ბავშვი.

იობი 1:20
და ადგა იობი და შემოიხია სამოსელი, და გადაიპარსა თავი, და დაეცა მიწაზე და თაყვანისცა,

იობი 17:7
თვალთ დამიბნელდა დარდისაგან, და აჩრდილივით არის ჩემი სხეულის ასოები.

იოანეს 11:35
და აცრემლდა იესო.

საქმეები 8:2
დაკრძალეს სტეფანე ღვთისმოშიშმა კაცებმა და დიდად იგლოვეს იგი.

საქმეები 9:39
ადგა პეტრე და წავიდა მათთან. როცა მივიდა, აიყვანეს ზედათვალში, და მის წინაშე წარდგა ყველა ქვრივი. ისინი ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქურციკი უმზადებდა, სანამ მათთან იყო.