ცრუ იმედები ბიბლიის მუხლები

იგავნი 11:7
უკეთურ ადამიანთა სიკვდითან ერთად ისპობა მათი იმედები და უღმრთოთა სასოება ქარწყლდება.

იგავნი 11:23
მართალთა წადილი მხოლოდ სიკეთეა, ბოროტეულთა მოლოდინი კი რისხვა.

ეფესელთა 5:6
არავინ გაცდუნოთ ცარიელი სიტყვებით, ვინაიდან ამისთვის ღვთის რისხვა ეწევა ურჩ შვილებს.

იგავნი 10:28
მართალთა სასოება სიხარულია, ბოროტეულთა იმედი კი მოისპობა.

იგავნი 26:12
გინახავს ადამიანი, თავი ბრძენკაცად რომ მიაჩნია? მასზე მეტი იმედი აქვს ბრიყვს.

იგავნი 29:20
გინახავს სიტყვაში მოჩქარე კაცი? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს.

1 ტიმოთეს 6:17
მდიდრებს ამ წუთისოფელში ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, ნურც მაცდურ სიმდიდრეზე დაიმედდებიან, არამედ – ცოცხალ ღმერთზე, რომელიც ყველაფერს უხვად იძლევა გასახარად,

იობი 8:13
ასევეა ყველას ბილიკი, ვინც ივიწყებს ღმერთს და გაქრება უღვთოთა იმედი,

იობი 11:20
ურჯულოთა თვალისჩინი ჩაქრება, თავშესაფარს ვერ ჰპოვებენ და მათი სასოება სულის განტევებაში იქნება”.

იობი 27:8
რადგან რა არის უღმერთოს იმედი, როცა მოჰკვეთს, როცა სულს ამოართმევს მას ღმერთი?

ფსალმუნები 9:26
ამბობს თავის გულში: „არ წავიფორხილებ, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე”.

იობი 30:26
როცა სიკეთის იმედი მქონდა ბოროტი მოვიდა; ნათელს ველოდი და ბნელი მეწია.

იერემია 8:15
მშვიდობის მოლოდინი გვქონდა და არ არის სიკეთე, განკურნების ჟამს მოველოდით და, აჰა, საშინელებაა!

ფსალმუნები 32:17
უიმედოა ცხენი შველისთვის, მთელი მისი ძალა ვერ იხსნის მას.