ცოდნა ბიბლიის მუხლები

იგავნი 1:7
უფლის შიში ცოდნის სათავეა, ბრიყვებს კი სძულთ სიბრძნე და დარიგება.

ფსალმუნები 18:2
დღე დღეს გადასცემს სიტყვას, და ღამე ღამეს უმხელს აზრს,

იგავნი 2:1-6
შვილო ჩემო, თუ მიიღებ ჩემს ნათქვამს და ჩემს მცნებებს დაიუნჯებ, ყურადღებით თუ მოუსმენ სიბრძნეს, შენს გულს მიაპყრობ გონიერებას, თუ გონებას მოუხმობ და აიმაღლებ ხმას საზრიანობისთვის, თუ მიელტვი მას, როგორც ვერცხლს, და ეძიებ მას, როგორც დაფარულ საუნჯეს, მაშინ შეიგნებ უფლის შიშსა და უფლის შეცნობას ჰპოვებ. რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს, მისგანაა ცოდნა და გონიერება.

იგავნი 18:15
გონიერის გული ცოდნას იძენს, და ბრძენთა ყური ცოდნას ეძიებს.

იგავნი 15:14
გონიერი გული ცოდნას ეძებს, ბრიყვის პირი კი სისულელით იკვებება.

ოსია 4:6-7
მოისპობა ჩემი ერი უმეცრების გამო, რადგან შენ უარჰყავი ცოდნა, და მეც გადაგაყენებ ჩემს წინაშე მღვდელმსახურებისაგან; და როგორც შენ გაქვს დავიწყებული შენი ღმერთის სიყვარული, მეც დავივიწყებ შენს შვილებს. რაც უფრო მრავლდებიან ისინი, მით მეტად სცოდავენ ჩემს წინაშე; მათ პატივს სირცხვილად ვაქცევ.

ფსალმუნები 118:66
მასწავლე მე კეთილი განსჯა და აზრი, რადგან ვირწმუნე შენი მცნებანი.

იგავნი 1:29-33
რაკი მოიძულეს ცოდნა და უფლის შიში არ ირჩიეს, არ ინდომეს ჩემი რჩევა, მოიძულეს ყველა ჩემი შეგონება, – იგემებენ თავიანთი გზის ნაყოფს და თავიანთი ბოროტი ზრახვებით გაძღებიან. რადგან ბრიყვებს მათი განდგომა მოკლავს და ქარაფშუტებს – მათი დაუდევრობა. ხოლო ვინც მომისმენს, მშვიდად იცხოვრებს და არ ექნება უბედურების შიში.“

ესაია 11:2
და დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და ძლიერებისა, სული ცოდნისა და უფლის მოშიშებისა.

იგავნი 20:15
არსებობს ოქრო და მრვალი თვალ-მარგალიტი, მაგრამ ყველაზე დიდი განძი მცოდნე ბაგეებია.

იგავნი 8:10
მიიღეთ ჩემი დარიგება ვერცხლის ნაცვლად, და ცოდნა რჩეული ოქროს წილ.

იგავნი 12:1
ვისაც წვრთნა უყვარს, ცოდნაც უყვარს, უგუნურს კი სძულს მხილება.

იგავნი 24:5
ბრძენი მეომარი ღონიერზე ძლიერია და მცოდნე კაცი – ძალ-ღონით სავსეზე.

1 კორინთელთა 12:8
რადგან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს – ცოდნის სიტყვა, იმავე სულით.