მთავარითემები „ბ"ბოლომდე შეუპოვარი

ბოლომდე შეუპოვარი

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იობი 17:9
    მართალი თავის გზას ჩაეჭიდება და ხელწმიდა უფრო განმტკიცდება.
  2. იოანეს 15:9
    როგორც მე შემიყვარა მამამ, მეც ისე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში!
  3. საქმეები 13:43
    როცა დაიშალა კრებული, ბევრი იუდეველთაგანი და ღვთისმოსავი პროზელიტი მიჰყვა პავლეს და ბარნაბას; ისინი კი ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ ღვთის მადლში.
  4. რომაელთა 2:7
    მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელობას - საუკუნო სიცოცხლეს;
  5. გალატელთა 6:9
    სიკეთის კეთება ნუ მოგწყინდებათ, რადგან თავის დროზე მოვიმკით თუ არ მოვიქანცებით!
  6. 2 ტიმოთეს 3:14
    შენ კი დარჩი იმაში, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ, ვინაიდან იცი, ვისგან ისწავლე;
  7. ებრაელთა 12:1
    ამიტომ ჩვენც, გვაკრავს რა მოწმეთა ღრუბელი ირგვლივ, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი,
  8. 1 პეტრეს 1:13
    ამიტომ შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებით თქვენთვის მოსაცემი მადლის სრული იმედი იქონიეთ.
  9. გამოცხადება 3:11
    აჰა, მალე მოვალ; გეჭიროს, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას შენი გვირგვინი.

← ყველა თემა „ბ"-ზე

Close
Close