ბაბილონიდან დაბრუნება ბიბლიური ციტატები

იერემია 27:16
მღვდლებსა და მთელ ამ ხალხს ვუთხარი, ასე ამბობს-მეთქი უფალი: „ნუ ირწმუნებთ თქვენს წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც გიწინასწარმეტყველებენ: აჰა, მალე დაბრუნდება ბაბილონიდან უფლის ტაძრის ჭურჭელიო, რადგან ტყუილს გიწინასწარმეტყველებენ.

ეზრა 1:11
ოქროსა და ვერცხლის მთელი ჭურჭელი ხუთი ათას ოთხასი იყო. ეს ყოველივე შეშბაცარმა ამოიტანა ბაბილონის ტყვეობიდან იერუსალიმში დაბრუნებისას.

ეზრა 2:1
ესენი არიან ტყვეობიდან ამოსულნი, რომლებიც ბაბილონში გა­დაასახლა ნაბუქოდონოსორმა, ბა­ბილონის მეფემ და ხელახლა დაბრუნდნენ იერუსალიმსა და იუდაში, თითოეული თავის ქალაქში;

ეზრა 8:1
ესენი არიან მამისსახლთა თავკაცები და ეს არის მათი საგვარტომო ნუსხა, რომლებიც ჩემთან ერთად ამოვიდნენ ბაბილონიდან მეფე ართახშასთას მეფობაში:

ეზრა 7:6
ეს ეზრა ამოვიდა ბაბილონიდან. უფლის, ისრაელის ღმერთის მიერ მოსესთვის მიცემულ რჯულში განსწავლული მწიგნობარი იყო იგი. ყოველივე მისცა მას, მისი თხოვნისამებრ მეფემ, ვინაიდან უფლის, მისი ღმერთის ხელი იყო მასზე.

ეზრა 7:9
ბაბილონიდან პირველი თვის პირველ დღეს გამოვიდა, იერუსალიმში კი მეხუთე თვის პირველ დღეს მივიდა, ვინაიდან მისი ღმერთის კეთილი ხელი იყო მასზე,

ესაია 43:14
ასე ამბობს უფალი, შენი გამომხსნელი, ისრაელის წმიდა: „თქვენი გულისთვის გავგზავნი ბაბილონში, დავამხობ ყველა სიმაგრეს და ქალდეველებს – თავიანთ საამაყო გემებზე.

ესაია 48:20
გამოდით ბაბილონიდან, გაექეცით ქალდეველებს, მხიარული ხმით გამოაცხადეთ, ამცნეთ ეს, ქვეყნის კიდემდე გაავრცელეთ, თქვით: „გამოისყიდა უფალმა თავისი მსახური იაკობი!”

იერემია 50:8
გაიქეცით ბაბილონიდან, გადით ქალდეველთა ქვეყნიდან; ვაცებივით გაუძეხით ფარას.

იერემია 51:6
გაიქეცით ბაბილონიდან, თითოეულმა საკუთარი სული იხსნას. ნუ დაიღუპებით მისი ურჯულოების გამო, რადგან შურისძიების დროა უფლისთვის, მისაგებელი უნდა მიუზღას მას.

ზაქარია 2:7
ჰეი, სიონო, თავს უშველე, ბაბილონის ასულთან დამკვიდრებულო!

ზაქარია 6:10
აიღე ოქრო-ვერცხლი განდევნილთაგან: ხელდაისგან, ტობიასგან, იედაყიასგან, მიდი იმავე დღეს და შედი იოშია სოფონიას ძის სახლში, სადაც ბაბილონიდან მივიდნენ.