ახალგაზრდად გახდომა ბიბლიის მუხლები

1 კორინთელთა 13:11
როცა ბავშვი ვიყავი, ბავშვურად ვმსჯელობდი. როცა კაცი გავხდი, ყოველივე ბავშვური მივატოვე.

ლუკას 2:52
ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღვთისა და ადამიანთა წინაშე.

ებრაელთა 6:1
ამიტომ დავტოვოთ ქრისტეს სიტყვის საწყისები და ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ; და კვლავ ნუ ჩავუყრით საძირკველს მკვდარ საქმეთა მონანიებას და ღვთის რწმენას,

ეფესელთა 4:15
არამედ, ჭეშმარიტების მეტყველნი სიყვარულით, ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი – ქრისტე;

1 ტიმოთეს 4:12
თავს ნუ დაამცირებინებ შენი სიჭაბუკის გამო, არამედ მორწმუნეთათვის მაგალითი იყავი სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში, სიწმიდეში.

იგავნი 16:9
ადამიანი ირჩევს თავის გზას და უფალი წარმართავს მის ნაბიჯს.

მსაჯული 13:24
და შობა იმ ქალმა ძე, და უწოდა მას სახელად სამსონი, და წამოიზარდა ყრმა და აკურთხა იგი უფალმა.

1 მეფეთა 2:26
ყრმა სამუელი კი იზრდებოდა და სიკეთე ემატებოდა უფლისა და ხალხის წინაშე.

ლუკას 1:80
ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა, და უდაბნოში იყო იმ დღეებამდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა.

2 პეტრეს 3:18
არამედ აღიზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლით და ცოდნით. მისია დიდება აწ და საუკუნო დღის მიმართ. ამინ.