18 ვაი, უფლის დღის მონატრულთ! რისთვის გინდათ უფლის დღე? ბნელია ის და არა ნათელი, 19 ისევეა, როგორც ლომისგან გაქცეულ კაცს რომ დათვი დახვდეს, ან შინ მისული რომ კედელს მიეყრდნოს და გველმა დაგესლოს. 20 განა ბნელი არ არის უფლის დღე და არა ნათელი? წყვდიადია ის და ნათების ციალი არ არის მასში.